ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მი...

ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.„საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.

1794554494

ნოდარ კაპანაძე: ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ა...

წამყვანმა ჰკითხა, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობას უსაფრთხოების კუთხით სარგებელი თუ ახლავს.„ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი. ამისთვის საჭიროა ის, რაც კეთდება. ევროპის ლიდერებმა ძალიან მოუხშირეს ვიზიტებს ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოს სახელოსნოა ისევე, როგორც ინდოეთი.დღეს ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა სპეციალობის მუშაკი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ჩინეთის განათლების სისტემა ამ გიგანტურ ეკონომიკას უწყვეტად ამარაგებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით. ჩინეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, - აღნიშნა კაპანაძემ.

1794551862

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ე...

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა დაახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

1794494160

თბილისში 18 250 ავტომობილისთვის ახალი საჯარიმო სადგომი მოეწყობა - სად...

დოკუმენტის თანახმად, სპეციალური დაცული სადგომი კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ, 7 874 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე მოეწყობა და სამართალდარღვევის შედეგად გადაყვანილი ავტომობილების განსათავსებლად იქნება გამოყენებული.მერიის განმარტებით, უკვე მომზადებულია სადგომის პროექტიც და მისი სრულფასოვნად განხორციელებისა და სადგომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.გარდა მოწყობის სამუშაოებისა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2027 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, „ობობას“ ტიპის ევაკუატორით სპეციალურ საჯარიმო სადგომზე საშუალოდ, 18 250 ავტომობილის გადაყვანაა გათვალისწინებული, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.აღსანიშნავია, რომ როგორც ვარკეთილში სპეციალური დაცული სადგომის მოწყობა, ისე ავტომობილების ევაკუაციის მომსახურება სრულად შესაბამისი სააგენტოს საკუთარი სახსრებიდან დაფინანსდება.რაც შეეხება თავად დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს, მისი საერთო მოცულობა 2.239 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (2.193 მლრდ ლარი) შედარებით 46.3 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.წყარო: bpn.ge

1794493814

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერ...

კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდა, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

1794492452

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde.

1794490991