ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს განვლილი გზა და 1/8-ფინალი - ერთად ვუგუ...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის და მისი ქომაგისთვის, 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი ემოციების კორიანტელად იქცა. საოცარი სტარტი გვქონდა: ევროპის მოქმედი ჩემპიონი ღირსეულად დავამარცხეთ, რითაც, როგორც შემდეგაც გამოჩნდა, პლეი-ოფში გასასვლელი ბილეთი მოვიპოვეთ.ისიც სათქმელია, რომ საქართველოსთან დამარცხება ძალიან ძვირად დაუჯდა ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც ბოლო, გადამწყვეტი მატჩი იანის ანტეტოკუნმპოს საბერძნეთთან დათმო (86:90). ამ შეხვედრამ, ჩვენი ბედი გადაწყვიტა: საქართველოსა და ესპანეთს ჯგუფში თანაბარი ქულები მოუგროვდათ, პლეი-ოფში კი ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად გავედით. შედეგად, ესპანეთის მთავარი მწვრთნელის, უკვე ლეგენდარული სერჯო სკარიოლოს Last Dance არც ისე სასიამოვნო გამოდგა, თუმცა ამაზე ნუ შევჩერდებით: მას უკვე ძალიან დიდი აღიარება აქვს მოპოვებული.ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, 2 დღეში 2 ურთულესი მატჩი გავმართეთ (იტალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ). უდავო ფაქტია, რომ ურთულესი კალენდარი შეგვხვდა, თუმცა საერთო შედეგის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მოხდა. პირველი მატჩის სენსაციურად გადალახვის შემდეგ, თავდაჯერება მოგვეცა, თუმცა მაინც, იტალიისა და საბერძნეთის ძლევა უკვე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა.იტალიასთან მატჩი ჩინებულად დავიწყეთ და დასანანია, რომ მათი დამარცხების ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით. იტალია ჩვენთვის დღემდე გადაულახავი ზღვარია, თუმცა ამ მატჩში დავინახეთ, რომ შეგვიძლია, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელებს ჩვენი თამაში თავს მოვახვიოთ. მატჩის პირველი ნაწილი გვაძლევდა იმედს, რომ ჯგუფში მიჯრით მეორე მატჩშიც გავიმარჯვებდით, თუმცა მესამე მეოთხედში თავი იჩინა შეცდომებმა, რომლითაც ჩვენმა მეტოქემ ოსტატურად ისარგებლა.მეორე დღესვე, კიდევ ერთ გრანდს - საბერძნეთს დავუპირისპირდით. ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა, გუნდი არ გადაღალა და სასტარტო ხუთეული ენერგია მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. ამასთან დაკავშირებით, გაისმა კრიტიკაც, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია მტკიცე იყო: მისი თქმით, ამ გზით დიდი საფრთხე აირიდა, რომ დასკვნით ეტაპზე, ტრავმებს თავი არ ეჩინათ.მეტი ენერგიით შევუტიეთ კვიპროსს და დიდი ანგარიშით, 61:93 დავამარცხეთ. ევრობასკეტის სტარტზევე ვიცოდით, რომ კვიპროსის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერი იყო და წინ მთავარი მატჩი გველოდა: ბოსნია და ჰერცეგოვინას ასეთი კარგი გუნდი როდის ჰყავდა, რთულია გაიხსენო. თანაც, გუნდს ტურნირის სტარტზე ერთ-ერთი ლიდერი, ჯანან მუსა გამოაკლდა. ამის მიუხედავად, ბოსნია და ჰერცეგოვინამ იანისის გარეშე მოთამაშე საბერძნეთს 77:80 მოუგო და ჩვენთან დაპირისპირება ფინალის ტოლფასად აქცია.ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ტრადიციულად, მამუკელაშვილი - სანაძე - შენგელია - ბითაძე - ბოლდუინის ხუთეულით დავიწყეთ. გაგვიჭირდა პერიმეტრის დაცვა და მეტოქეს ბევრი სამქულიანი ჩავაგდებინეთ. მთელი მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები იყო მდევარი და მეოთხე მეოთხედში ანგარიში გავათანაბრეთ კიდეც, თუმცა სასტარტო ხუთეულის გადაღლილობამ თავი იჩინა: მამუკელაშვილს, ფაქტობრივად, არ დაუსვენია, შენგელიამ, ბითაძემ და ბოლდუინმა 35 წუთი ითამაშეს, სანაძემ კი - 34.ბოსნიასთან წავაგეთ, თუმცა საბერძნეთთან ესპანეთის მარცხმა წინ პლეი-ოფის კარი მაინც გაგვიღო. არის ერთი საინტერესო დეტალი: უკვე მეორედ, ⅛-ფინალში საბერძნეთის ნაკრების დახმარებით გავდივართ. 2015 წლის ევრობასკეტზე, ჯგუფში ასევე 2 გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ბოლო შეხვედრაში, ბერძნებმა ნიდერლანდები დაამარცხეს და პლეი-ოფის საგზური გაგვინაღდეს.ბევრი სირთულით, გამარჯვებით, მარცხით, შეცდომებითა და წარმატებებით, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალშია. როგორც C დივიზიონის მეოთხეადგილოსანი, ჯიკიჩის გუნდი D დივიზიონის გამარჯვებულს, საფრანგეთს - ანუ ევროპული კალათბურთის კიდევ ერთ გრანდს დაუპირისპირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ 6 ევრობასკეტის განმავლობაში, სადაც საქართველოს უთამაშია, ასეთი რთული მეტოქეების კასკადი არასოდეს გაგვივლია. თუმცა, რატომაც არა? გოლიათების ძლევა რომ შეგვიძლია, ესპანეთთან მატჩშიც გამოჩნდა - ასეთ გამარჯვებას სულ სხვა ხიბლი და სიხარულის ემოცია აქვს.საფრანგეთის ნაკრებს 7 სექტემბერს, 16:15-ზე დავუპირისპირდებით. მატჩი ამჯერად ლატვიის დედაქალაქში, რიგაში გაიმართება - სწორედ რიგა უმასპინძლებს ტურნირის დასკვნით ეტაპს.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

1757154673

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის ღირებულება 7-ჯერ გაიზარდა

ამის შესახებ Fesco-ს სატრანსპორტო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.„გემების ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით გავლის ღირებულება ორ წელიწადში 7-ჯერ გაიზარდა. სუეცის არხიც გაძვირდა - 5-15%-ით, გემის ტიპის მიხედვით. მზარდი ხარჯების ფონზე, ტრანსარქტიკული სატრანსპორტო დერეფნის მიმართ ინტერესი მხოლოდ გაიზრდება - ის უფრო სწრაფი და უსაფრთხოა“, - ნათქვამია განცხადებაში.ჯგუფმა ასევე დასძინა, რომ კონტეინერების ბაზარი არასტაბილურია.ამავდროულად, აღინიშნება, რომ ტვირთის გადაზიდვის ტარიფები მცირდება. ამრიგად, შანხაი-ვლადივოსტოკის მარშრუტით ერთი 20 ფუტიანი კონტეინერის (1 TEU) ტრანსპორტირების ღირებულება 2021 წლის 9000 დოლარამდე შემცირდა 1500-1700 დოლარიდან. Fesco ამის მიზეზად გაგრილების მოთხოვნას და ფლოტის ტონაჟის სიჭარბეს ასახელებს. გარდა ამისა, 2028 წლისთვის დაგეგმილია თითქმის 10 მილიონი TEU-ს ტევადობის გემების ექსპლუატაციაში გაშვება, რაც, სავარაუდოდ, ტარიფებზე ზეწოლას გააგრძელებს.„ლოჯისტიკაში კომპანიებსა და ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ 2-3 სტრატეგია სწრაფი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობით. Fesco რისკებს იცავს როგორც ღრმა საზღვაო მარშრუტების, ასევე რკინიგზის ტრანსპორტის განვითარებით, ვაგონებში, გემებსა და ტერმინალებში ინვესტიციების განხორციელებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

1757154076

რუსეთში „იაშკინოს“ ბრენდის მფლობელებს ქონება ჩამოართვეს - მიზეზი

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სასამართლო მასალებზე დაყრდნობით იუწყება.ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესი 28 აგვისტოს დაიწყო. თავად შტენგელოვების ქონების ჩამორთმევის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვის ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ 271 სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლებიც მოსარჩელეს გადაეცა.აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დედაქალაქის ტვერსკოის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა მეწარმეების ნიკოლაი და დენის შტენგელოვების ექსტრემისტულ გაერთიანებად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილება ითვალისწინებს შტენგელოვების შემოსავლის, მათ შორის KDV კომპანიების ჯგუფის (სს „კონდიტერუს კომ“) სახელმწიფოსთვის გადაცემას.გენერალური პროკურატურის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები მეწარმეები რუსეთში ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის არმიისა და ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად, ასევე არამეგობრული სახელმწიფოების ეკონომიკის მხარდასაჭერად იყენებენ.

1757152898

„ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და...

მინისტრმა ოპერატიული ინფორმაცია მოისმინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების შესახებ.„რთველი მევენახეებისთვის და მეღვინეობის დარგისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა იქმნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ქართული ღვინო. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მევენახეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონდიციურ და ხარისხიან ყურძენში ისინი მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ.რთველი ახლა იკრეფს ძალას. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სწორედ მისი ხარისხი და უნიკალურობა განსაზღვრავს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი, უდავოდ უნიკალური; სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, ვაწარმოოთ ხარისხიანი და მოთხოვნადი ღვინო“, - აღნიშნა მინისტრმა.

1757152253

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზ...

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივლისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266 მლნ-ის, ხოლო ივლისში 416.9 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. წმინდა შესყიდვების აგვისტოს სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - აგვისტოს მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს  (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

1757151823

ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას 4 ოქტომბრის...

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება.„ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობითაც.ამასთან, შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“.საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

1757145773