ახალი ამბები

სხვა სიახლეები
სებ-ის პრეზიდენტი დოკუმენტური ფილმის "ბანკირის დღიურების" პრეზენტაციას...

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იყო. მისი წვლილი განსაკუთრებულია ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებასა და სხვა, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი, მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის საუკუნოვანი ისტორიით დაინტერესებისთვის და ისაუბრა იასონ ლორთქიფანიძის განსაკუთრებულ წვლილზე, რაც მას საქართველოს საფინანსო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიუძღვის.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს გავაცნოთ და შემოვუნახოთ ისეთი გმირების ისტორიები, როგორიც იასონ ლორთქიფანიძე იყო. ჩვენი მხრივ, მუდმივად ვიზრუნებთ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ისტორია და დავრჩეთ იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რამაც სებ-ის საუკუნოვანი ისტორიის შექმნა განაპირობა.აღსანიშნავია იასონ ლორთქიფანიძის ეპისტოლური დანატოვარიც, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა საბანკო და ეკონომიკური საკითხების შესახებ და რომელიც საფუძვლად დაედო დღევანდელ ფილმს. გეტყვით ასევე, რომ დოკუმენტურ ფილში იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტია გამოყენებული,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიმბოლურია ისეთი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომელიც ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს, ეროვნული ვალუტის 30-ე წლისთავს და პირველი მაუწყებლობის დაწყების 100 წლის იუბილეს.„ეროვნული ვალუტის, ლარის დაბადების 30 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ასევე, წელს სრულდება პირველი მაუწყებლობის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ეს თარიღები ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუმზადა სიურპრიზი - გამოშვებული იქნება მონეტა სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმბოლიკით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი საუკეთესოდ შეაფასებს ამ ფილმს“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.როგორც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას, რაც ქვეყანას წაადგება.აღსანიშნავია, რომ ორი თარიღი, ლარის 30 წლისთავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის 100 წლის იუბილე ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტელექტუალური, კულტურული პროექტები გაგრძელდება, მრავლად იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.„დღეს შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა იასონ ლორთქიფანიძეზე. ეს არის ქართული ეროვნული ბანკის პირველი მმართველი და პირველი ხელმძღვანელი. ამ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას. პროდუქცია, რაც ამ სტუდიაში იქმნება, არ არის კომერციული პროექტი, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ეს პროდუქცია ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან.საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ შეიქმნა პორტრეტული ფილმი, საიდანაც მაყურებელი ამ ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობს.„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამზადისი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო დოკუმენტური ფილმი იასონ ლორთქიფანიძეზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გახლდათ სწორედ ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, რომლის დროსაც დამკვიდრდა პირველი ეროვნული ვალუტა და რომელსაც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიების და შემდეგ მისი ჩამოსვენების ორგანიზება. მას უდიდესი წვლილი აქვს ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი პორტრეტული ფილმი შეგვექმნა მასზე. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს ფილმი მოეწონება და ბევრ ახალ საინტერესოს შეიტყობს“, - განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა არაერთი ინიციატივა განახორციელა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მათ შორის: წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა იასონ ლორთქიფანიძის უნიკალური საოჯახო არქივი, რომელიც ახლა ყვარლის ფულის მუზეუმში ინახება და საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია.გასულ წელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის მემორიალური დაფა გაიხსნა.დოკუმენტური ფილმის „ბანკირის დღიურები“ პრემიერას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული შენობის კინოდარბაზში „ილუზიონი“ გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

1758294592

“ვაშლის აგრობაღებმა“ გორში 47ჰა-ზე ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართ...

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 20 მლნ. ლარს შეადგენს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზერტში,  47  ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღები გაშენდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით. ასევე, აშენდა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 1 500 ტონამდე პროდუქტის შენახვისთვის არის განკუთვნილი.„ინტენსიური ტიპის ბაღებში ვაშლის ჯიშები გემოვნური თვისების  და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, ესენია:  გოლდენი, რედ დელიშეზი, გალა, გრანი სმიტი, პინოვა და ჯონაპრინცი. საქართველოს ბაზარზე ბიო პროდუქტის დეფიციტია, მოთხოვნა კი მაღალი. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანული ვაშლის წარმოებაზე, ამჟამად8.41  ჰა-ზე  გაშენებულ ბაღებში  მიმდინარეობს ბიოსერთიფიცირების პროცესი.გაშენებული ბაღების მასშტაბებმა წარმოქმნა სამაცივრე მეურნეობის შექმნის აუცილებლობა.  რაც განხორციელდა  იტალიელი კონსულტანტების ჩართულობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.სამაცივრე მეურნეობა გვაძლევს  შესაძლებლობას, ვაშლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინახოთ და მისი მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და  საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ერთგვარ „ნოუ ჰაუ“-ს წარმოადგენს. სამომავლოდ, ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ დამატებით, 10ჰა. ბაღების გაშენებას და პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ასევე ექსპორტზე გატანს“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ,  „ვაშლის აგრობაღების“ დირექტორმა.“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “ვაშლის აგრობაღებთან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო სექტორის განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა და თანამედროვე  მოწყობილობებითა და ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს.  ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

1758288660

მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდ...

წელს, კამპანიის ფარგლებში პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ იგეგმება, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.ინიციატივის ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს 2-31 ოქტომბრის შუალედში ესტუმრებიან და ახალგაზრდებს ისეთ საბაზისო ეკონომიკურ პრინციპებს აუხსნიან, როგორიცაა დანაზოგის შეგროვება, ფინანსების სწორი განკარგვა და სხვა. გაკვეთილები V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ. V-VII კლასელებისთვის ფინედუს დესპანები პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით ჩაატარებენ გაკვეთილებს VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალური სამაგიდო თამაშით -„ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ. ინიციატივის ფარგლებში დესპანები საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც იქნებიან.ამასთან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება.ინფორმაციისთვის, დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება. საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

1758283560

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართვე...

ამ ბაზრის პოტენციალი კარგად დაინახა “გაყიდვების ასოციაციამ”. პლატფორმა, რომელიც 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, კონფერენციას გამართავს, სახელწოდებითი -“საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა”.“გაყიდვების ასოციაციის გუნდმა მასშტაბური გამოფენისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყეთ და კონცეფციაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ღონისძიება რამდენიმე აქტივობისგან შედგება და სხვადასხვა ფორმატის დახურულ შეხვედრას მოიცავს. ღონისძიებაში 46 კომპანიის წარმომადგენელი, ჯამში კი, საქართველოდან 200-მდე ვიზიტორი მონაწილეობს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი შეხება ჰქონდეთ უზბეკეთის წამყვან სტეიკჰოლდერებთან. კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდება გამოფენა, სადაც დაახლოებით 4000 სტუმარს ველით. შესაბამისად, ქართულ ბიზნესს ნამდვილად ეძლევა უნიკალური შანსი, დამკვიდრდეს უზბეკეთის ბაზარზე. მით უფრო, როდესაც ქართული პროდუქტისა თუ სერვისისადმი ინტერესი  და ნდობა ნამდვილად არსებობს”,-  გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჩიკვაიძე. ბრენდი, რომელიც ქართულ კომპანიებს ამ ნდობასა და გამოცდილებას ახვედრებს, თიბისია. ბიზნესგამოფენის მხარდაჭერის  გადაწყვეტილება  პირდაპირ უკავშირდება ბანკის მისიას - იყოს ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.“ეს მხარდაჭერა კომპანიებისთვის ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას, უცხო ბაზარზე პირველი ნაბიჯები გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ გადადგან, გააფართოონ პოტენციურ პარტნიორთა წრე- დამყარონ კავშირები, გაიგონ ბაზრის სპეციფიკა და მოახდინონ სწორი პოზიციონირება ახალ გარემოში. პარალელურად, ბანკი განიხილავს საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერასაც, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან და ოპერირება თავდაჯერებულად დაიწყონ. მსგავსი ინიციატივები,  საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის კომპანიებისთვის, შეხვდნენ ადგილობრივ ბიზნესებს, გამართოთ B2B შეხვედრები, გაეცნონ  უზბეკურ ბაზარს და ოპერირება მეტი ცოდნით და  თავდაჯერებულობით გააგრძელონ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნესსეგმენტის მართვის ლიგის ლიდერი. კონფერენციისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  https://www.salesassociation.ge/ .

1758278517

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

19 სექტემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათების მომხმარებლები 35-მდე შერჩეულ კაფეებსა და რესტორნებში, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ.შეთავაზება მოქმედებს, როგორც თბილისის, ისე სხვა ქალაქებისა და რეგიონების პარტნიორ საკვებ ობიექტებში.თბილისი Iasamani, Honoré, Palmebi, Giorgobistve, Steakhouse N1, RED Yard, Weller, Craft, Madre, Giorgio, Chez Kinksy, Kobo, Radio Bombay, Weller Vake, Tsiskvili Terrace Silk Hospitality: Grand Café, Laan Thai, Bell & Gray, Filini Restaurant, Umami Asian Fusion, Iveria Café, Republic 24, Republic Restaurant Paragraph: The Talan Lobby Lounge, Ostigan Grill, Eary Rooftop Bar & Terrace, Chinari Sky Bar სხვა ქალაქები და რეგიონები: Doli Kutaisi, Doli Telavi Silk Hospitality: Iveria Cafe, Umami at Clouds, Medea Restaurant, Botanico Cafe, Kokhta Bakuriani შეთავაზება მოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებზე და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum და Visa Signature.შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.

1758277413

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთ...

ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში - იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც მეკარეობა უნდა და ვისთვისაც ინსპირაციად, სწორედ, მამარდა იქცა.მაშინ, როცა პატარა მეკარეები სხვადასხვა ნივთებისგან გაკეთებულ კარს თავდაუზოგავად იცავენ, იმედი გვაქვს, ახალი ეკიპირება მათთვის დამატებით მოტივაციად იქცევა და უფრო მონდომებით დაიცავენ ნამდვილ კარს.კარის მთავარი გმირები, სწორედ, ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ ფეხბურთის სათამაშოდ. ახალი თაობისთვის, ვისაც სურს საფეხბურთო კარიერა მათი ცხოვრების მთავარ გზად იქცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ძალების დაჯერებაა. ჩვენ კი, მათი წარმატების გულშემატკივრები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ და ყველა ნაბიჯზე ვუთხრათ - წარმატებას აღწევს ის, ვინც მიზანსწრაფულად, ჯიუტად და დაუღალავად მიდის მიზნისკენ.პროექტის ფარგლებში, გორში, ბორჯომში, ყვარელსა და თბილისში თიბისიმ უკვე დაასაჩუქრა საქართველოს კარის მომავალი მცველები. წინ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც  ეტაპობრივად ჩავალთ.თიბისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობის მხარდაჭერა; თაობისა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის კარს. ამიერიდან, ისინი უკვე ნამდვილ კარს დაიცავენ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები თამამად იტყვიან: გადავხტები და ავიღებ!მთავარია, გჯეროდეს!

1758276853