ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ლიბერთიმ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანია დაიწყო...

"რას ფიქრობ?” - დაიწყო და თავის მომხმარებლებს კონკურენტული პირობები შესთავაზა.კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ლიბერთის მომხმარებელს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია მარტივად და სწრაფად მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.მათ, ვინც არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, ასევე მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გახდნენ ლიბერთის მომხმარებელი, გახსნან ანგარიში, ჩამოტვირთონ ლიბერთის მობაილ ბანკი და დაიმტკიცონ სესხი.გახდი ლიბერთის მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე:  https://onboarding.lb.ge/ჩამოტვირთე ლიბერთის მობაილ ბანკი:iOS - https://apple.co/39VbnXuAndroid -https://bit.ly/3GhDxIsამას გარდა, მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. ახალი კამპანიის მიზანია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სამომხმარებლო სესხის მიღება, შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცედურით შეძლონ და ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის.,,რას ფიქრობ?” კამპანიის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებლები, ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებენ სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას.ვიმედოვნებთ, ამ კამპანიის ფარგლებში, ბევრ ადამიანს შევუწყობთ ხელს სურვილების განხორციელებაში, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში”, - განაცხადა დავით სულუაშვილმა, "ლიბერთის" სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ახალ სესხს ან გადმოიტანს სხვა ბანკიდან, ისარგებლებს შემდეგი პირობებით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან, ეფექტური 15,8%-დან, თანხა გაიცემა 4 წლამდე ვადით, მაქსიმალური 80 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის გარეშე. 

1732625110

GCCA-იმ ,,რუსთავის ავტობაზრობა“ და ,,მიკადო ჯორჯია“ ინფორმაციის არასრუ...

საკითხი ეხება - ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. რის გამოც ეკონომიკურ აგენტებს - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ამავე კომპანიებს, სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის სრულად მოწოდების მიზნით, რაც კვლავ არასრული სახით იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, ეკონომიკურ აგენტებს ცალ-ცალკე განმეორებით დაეკისრათ ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 9 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

1732617012

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტურიზმის სამიტს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიაროთ ღირებული ინფორმაცია, მივცეთ შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირები თანამოაზრეებთან, აღმოაჩინონ ახალი ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, მიიღონ შთაგონება საკუთარი საქმიანობის უკეთ სამართავად. ჩვენ ბიზნესს მომავალშიც არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გავუზიარებთ“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურისტერი სამ ძირითად საკითხზეა ფოკუსირებული, ესენია: ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები. მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა. წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის; 2024 წლის სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Booking.com, Amadeus და სხვები. ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ვორკშოპი გაიმართება.ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები - საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები - სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.ღონისძიების ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.

1732614284

„მიზერულ ხელფასსაც ვეღარ იღებენ - რითეილში დასაქმებულებს დანაკლისის გა...

რომ გადავხედოთ სექტორებს, სადაც 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში კადრებს ყველაზე ხშირად ეძებდნენ, PMCG-ის თანახმად ასე გამოყურება: გაყიდვების, ფინანსების, ტრანსპორტირების, დისტრიბუციისა და სხვა მიმართულებები. ამავე კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვეში jobs.ge-ზე სულ 47 685 ვაკანსია, რაც გასულ წელთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ დასაქმებულებს და რის გამო უჩივიან დამსაქმებლებს. როგორც ჩვენთან საუბრისას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, ბიზნესების ნაწილი დასაქმებულებს ცუდ შრომით პირობებს სთავაზობს.„ბიზნესის ჩივილი, რომ კადრების მოძიება უჭრით, განპირობებულია იმ ძალიან დაბალი შრომის სტანდარტებით, რომელსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ. პირველ რიგში, საუბარია ანაზღაურებაზე - არსებული სოციალური ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე პრიორიტეტული საკითხი არის ანაზღაურება. მაგრამ ამის გარდა პრობლემებია შრომითი უფლებამოსილების ფარგლებიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გაცილებით მეტი და ისეთი სამუშაოს გაწევა უწევთ, რაც კონტრაქტით და არც სიტყვიერი შეთანხმებით არ ყოფილა გათვალისწინებული“, - აღნიშნავს ლიპარტელიანი.მისი თქმით, დასაქმებულები დღემდე ჩივიან სამსახურიდან გათავისუფლების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ხელფასიანი შვებულების, გადაჭარბებული ფუნქციებისა თუ შრომის ანაზღაურებისთვის.ლიპარტელიანმა ყურადღება გაამახვილა რითეილ სექტორზეც და აღნიშნა, რომ კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს ჯარიმების სახით, დანაკლისის გამო, მიზერულ ხელფასზე თანხას ჯერ კიდევ აჭრის.„მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მიდგომები საკანონმდებლო მიმართულებით და შრომის ინსპექციას არაერთი სანქცია გამოუყენებია, პრობლემა მაინც რჩება. განსაკუთრებით მაშინ, როცა რითეილ სექტორში დასაქმებულებს ისედაც დაბალი ხელფასიდან უქვითავენ ყოველგვარ დაუსაბუთებელ ჯარიმებს დანაკლისების გამო. შედეგად ეს იწვევს იმას, რომ იმ მიზერულ ხელფასს, რაც ადამიანებს დაკავებულ პოზიციაზე აქვთ, ვერ იღებენ სრულად თვის ბოლოს“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.წყარო: BPN.GE

1732612870

როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარების დასტაბილურებასთან და პანიკის გადავლა...

მისი შეფასებით,  ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.„არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეზერვების ზრდა არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. ამიტომ როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ-ი ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას მოფრთხილება სჭირდება.„ყველა ექსპერტს ვურჩევდი, რომ გაუფრთხილდნენ ქვეყნის ინტერესებს, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას. ბუნებრივია, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში მსგავს განცხადებებზე, თუმცა არა მგონია ეს გააკეთონ, რადგან, მარტო იქიდან მოყოლებული, რაც 1995 წელს ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა, იმ დღიდან მოყოლებული ოპოზიცია სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებს, რომ ლარი გაკუპონდება, ჩამოიშლება, მაგრამ შემდეგ მათი მოხდილი ბოდიში მე არ მახსოვს“,  - აღნიშნა ლადო პაპავამ.სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო. ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო.ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ სებ-ში.ამასთან, როგორც სებ-ში განგვიმარტეს, სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოგვაწოდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

1732610853

ოთარ ანგურიძე - ვითარება სტაბილურდება, ბაზარზე ვალუტა ისევ გამოვა და ს...

„ეროვნული ბანკის ინფორმაციაც, რომ სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო, ამის ნათელი მაგალითია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, როცა ყველა დარწმუნდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გზაში, დაიწყეს წინასაარჩევნო პანიკის ფონზე დარეზერვებული დოლარების უკან გაყიდვა.პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მაღალი თანამდებობის პირებიც ძალიან აქტიურად უწყოდნენ ხელს ამ პანიკის გაღვივებას და ეროვნული ბანკის კრიტიკას ლარის კურსის მხარდაჭერის პოლიტიკაში. მაგრამ დღეს რა თქმა უნდა, დუმან და ასეც გაგრძელდება ჩასაფრებულ მდგომარეობაში მომდევნო შანსის მოლოდინში.ერთი რამ ყველას ავიწყდება პანიკის გაძლიერება ძალიან უწყობს ხელს სპეკულაციებს, ხოლო, ეროვნული ბანკის პოლიტიკამ კურსის უფრო მეტად დაცვის შესაძლებლობა გააჩინა.დღეს, როცა უკვე ახალმა პარლამენტმაც დაიწყო ფუნქციონირება და მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხსნა მოსალოდნელია, კერძო სექტორში პანიკის პერიოდში დარეზერვებული დოლარების უკან გამოტანა ბაზარზე, ამას ემატება წინასაახალწლო პერიოდის დაწყებაც ქვეყანაში და გაზრდილი ეკონომიკური საქმიანობის ფონზე ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება რეზერვების კვლავინდებურად შევსების“, - აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

1732610531