
მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშავდება და ქვეყნის კანონმდებლობასთან სრულად თანხვედრაშია. ,,ქართველი მომხმარებლების მონაცემები მუშავდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით. Yandex Georgia მოქმედებს სრული შესაბამისობით საქართველოს კანონმდებლობასთან. ქართველი მომხმარებლების მონაცემები ინახება სერვერებზე, რომლებიც განთავსებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე - იურისდიქციაში, რომელიც საქართველოს კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური პოზიციის შესაბამისად უზრუნველყოფს ჩვენი სერვისების მომხმარებელთა მონაცემების სათანადო დაცვას. სხვა ქვეყნების კანონები და მოთხოვნები არ ვრცელდება Yandex-ის სერვისების მომხმარებლებზე საქართველოში",- აღნიშნულია Yandex Georgia-იას განცხადებაში.
1757703923

ახალი ინფრასტრუქტურა რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში. კომპლექსი ასევე მნიშვნელოვანი სივრცე გახდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალიზაციისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებისთვის.ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33x25 მეტრი) და მცირე (16x7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.ახალციხის სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს. მრავალფუნქციური შენობა, საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს, რაც უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კომპლექსში ფუნქციონირებას შეძლებს ღია კაფე და სპორტული ინვენტარის მაღაზია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი.სპორტკომპლექსი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ წვდომას და ინკლუზიურ გარემოს.სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 25 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას. დღეისათვის, უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.ახალციხის სპორტული კომპლექსი, როგორც რეგიონის ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სპორტის განვითარებას და ამასთან, ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა შეხვედრებს უმასპინძლებს.
1757690414

კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ქარხნის საწარმოო პროცესსაც გაეცნო. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის 135 წლიანი ისტორია გრძელდება და ვითარდება.„ბორჯომი“ ჩვენი ქვეყნის უპირველესი, ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული სახელწოდებაა, რომელიც ქართული იდენტობის და სული სამარკო ნიშნადაც კი იქცა, როგორც ქართული ბუნების, მთის, წყაროს და ხასიათის გამომხატველი. მადლობა ბორჯომის მმართველ კომპანიას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გასწია არსებული ბრენდის განვითარებისთვის და 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ საწარმოს ასაშენებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და აქ დასაქმებული 600 ადამიანიდან ყველა ბორჯომელია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის და საწარმოს წილი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მზარდია.„სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერობს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდით. ძალიან სტაბილურია ასევე დარგობრივი და სექტორული მიმართულებით განვითარება. ხაზგასაამელია სექტორის სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტის ზრდაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.„IDS ბორჯომი საქართველო“-ს ახალი ქარხანა ყვიბისში გაიხსნა, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოა.მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, თავის დარგში ქარხანა საქართველოში ყველაზე დიდია - სიმძლავრე საწყის ეტაპზე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს. ამასთან, კომპანიის პორტფელს დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი და დინამიური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია სინერგია სახელმწიფო პოლიტიკასა და კერძო სექტორს შორის, რისი მაგალითიც სახელმწიფოსა და კომპანია „IDS ბორჯომ“-ს შორის თანამშრომლობაა.„ეს არის ნათელი და კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზას ადგას, შენარჩუნებულია სტაბილურობა, მშვიდობა, სწორი ბიზნეს გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დღითიდღე იზრდებოდეს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1757685123

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.„გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
1757684615

პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის” მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომი” საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.„ბორჯომი” არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის” 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლობიან, მდგრად მომავალს შორის.მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცაა „ბორჯომის” ლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას – დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
1757682794

“ჩვენ რამდენიმე ინიციატივა გვქონდა, მათ შორის ერთი იყო ფქვილის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. ანუ, ვინმეს თუ პრეტენზია ექნებოდა, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში მომხდარიყო შემოწმება. გახსოვთ, მეპურეებს გარკვეული მიმართვიანობა ჰქონდათ [ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით]. ეს საკითხი უკვე დარეგულირდა, ჩვენ შევჯერდით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში ფქვილთან მიმართებით ანალიზებს დამოუკიდებელი ლაბორატორია გააკეთებს.მეორე საკითხი ფქვილის მარკირების შესახებ იყო. ჩვენი მიმართვიანობა გამოწვეული იყო იმით, რომ ბაზარზე ფქვილის აღრიცხვიანობა მოწესრიგდეს. პურის მწარმოებლების მიერ, ჩვენ მიერ, სხვადასხვა ფერმერების მიერ მიმართვიანობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზარზე გარკვეული რაოდენობის ე.წ. ჩრდილოვანი წარმოებებია, მათ შორის, ფქვილის წარმოებები. ძალიან კარგი მაგალითია და ეს შეიძლება, გამოვიყენოთ, როდესაც სავალდებულო მარკირება, წყლების შემთხვევაში, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში გაკეთდა. ეს ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა, რომ ფქვილთან მიმართებით ანალოგიური განხორციელდეს. ჩვენ, ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატები ამ ინიციატივით გამოვედით, მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურთან ახლა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.მარკირება ხდება შემდეგნაირად: მაგ: წყლის წარმოება, “კოკა-კოლის” წარმოება ყიდულობს მარკას, რომელიც მაღალი დაცულობისაა, ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანიისაა, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან ხელშეკრულებით არის. მაგალითად, წარმოებამ 1000 ცალი მარკა იყიდა, ის ვალდებულია, რომ ამ რაოდენობის მარკის აღრიცხვიანობა სწორად ჰქონდეს. ეს მთლიანად ბაზრის მოწესრიგებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ეს მკაცრი აღნიშვნის მარკა, წისქვილ კომბინატებს შეუძლიათ, იყიდონ, ასე ვთქვათ, “ჩასტროჩკონ” ფქვილის ტომარაში. რეალიზაციის დროს, გახსნის დროს თავისთავად ცხადია ეს იხევა და მეორეჯერ გამოყენებადი არ ხდება. ეს ამ ბიზნესში აღრიცხვიანობის გამჭვირვალობას უწყობს ხელს.კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გააძვირებს მარკის ყიდვა ფქვილს ( ეს შემდეგ პურის ფასში რომ არ გადავიდეს). ჩვენ ამ შვეიცარიულ კომპანიასთან კონსულტაციები გავლილი გვაქვს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. დათვლილია, რომ ეს 50 კილოგრამიან ფქვილის ტომარას, დაახლოებით, 01 თეთრით აძვირებს, რაც კილოგრამებში რომ გადავიყვანოთ, საერთოდ არ არის რელევანტური. შესაბამისად, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ ჩვენი დარგი ფქვილის გამოშვების, აღრიცხვიანობის და რეალიზაციის კუთხით მოწესრიგდეს”- განაცხადა სილაგავამ.
1757682537

ტრამპის ვაჟი მილიარდერი გახდა
1757066688
“ჯორჯია მეტალის” გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვი...
1757407803
გახმაურებული თაღლითობის საქმე ყაზახეთში - ბანკის თანამშრომლებმა ასობით...
1756809553
რუსეთში „იაშკინოს“ ბრენდის მფლობელებს ქონება ჩამოართვეს - მიზეზი
1757152898
80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორ...
1757076300