ახალი ამბები

სხვა სიახლეები
გაატარე ზაფხული შენებურად - ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგ...

ის მომხმარებლები, რომლებიც შეთავაზების პერიოდში (21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით) მობაილბანკიდან პირველად აიღებენ ახალ თიბისი ბარათს და ყველაზე სწრაფად შეასრულებენ  ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, დასაჩუქრდებიან საზღვარგარეთ მოგზაურობით.გადახდა შესაძლებელია მომხმარებლისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ქვეყანაში: ფიზიკურად, ონლაინ, ციფრული საფულით.საგზურით დასაჩუქრდება სულ 5 მომხმარებელი, რომელებსაც გამარჯვების შესაძლებლობა შემდეგ პერიოდებში ექნებათ: 21 ივლისი- 27 ივლისი, 28 ივლისი- 3 აგვისტო, 4 აგვისტო- 10 აგვისტო, 11 აგვისტო-17 აგვისტო, 18 აგვისტო-24 აგვისტო.გამარჯვებულები თიბისის მიერ შერჩეული ტურისტული სააგენტოს დახმარებით, 10,000 ლარის ფარგლებში, თავადვე დაგეგმავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას- შეარჩევენ დანიშნულების ადგილს და ყველა სხვა მათთვის საჭირო მომსახურებას.გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც თავად გსურს. აიღე ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში.შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალები და აუცილებელი პირობები იხილეთ ბმულზე.

1753113300

“ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ ეძებს რეალურ ად...

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,საქართველოს ბანკი 2023 წლიდან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.2025 წლის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი ლოჩოშვილია, რომელიც ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტშიფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ფსიქოლოგიამდე მედიცინას სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სრულიად სხვა სფერო აინტერესებდა:„სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება, კვლევა და მეცნიერული დისკურსის ცვლილება უფრო მიზიდავდა, ვიდრე კლინიკური პროცედურების ზუსტად დამახსოვრება. ფსიქოლოგია ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ მეთოდოლოგიებსა და ხედვებს აერთიანებს. ეს ჩემთვის გამორჩეული დისციპლინა გახდა, რომელმაც გამიჩინა სურვილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სფეროში,სიამაყით მემუშავა”.ლიზიმ სტიპენდია პირველივე ცდაზე მოიპოვა, გასაუბრებაზე გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ინტერესებზე და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა:„სტიპენდია, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემთვის პირადად ამ სტიპენდიის მოპოვება სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. გამიჩნდა განცდა, რომ საყვარელი სფეროს შესწავლის პირველივე ეტაპზე შეიძლება შემამჩნიონ, რომ გზა, რომელიც ავირჩიე და რომელიც საკმაოდ რთულია, მხოლოდ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და რომ ის არ დაფასდება მხოლოდ მაშინ, როცა მეცნიერულ სივრცეში ვიტყვი ჩემს სიტყვას”.სამომავლოდ ლიზის სურვილი აქვს, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და იზრუნოს საქართველოში დისციპლინის განვითარებაზე:„მინდა, რაც შეიძლება ბევრ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთო. შემდეგი ეტაპია ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. იქ უფრო სიღრმისეულად ვისწავლი ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მაინტერესებს. დოქტორანტურისთვის განვიხილავ ამერიკას, სადაც ფსიქოლოგიური კვლევის კულტურა განსაკუთრებით განვითარებულია. საბოლოოდ, კი ვგეგმავ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ განიხილება სისტემურ პრიორიტეტად “.ლიზიმ გეგმებთან ერთად, რჩევებიც გაგვიზიარა მომავალი კონკურსანტებისთვის:„არ იფიქროთ იმაზე, როგორი უნდა იყოთ, რომ აგირჩიონ. ჩემი დაკვირვებით, ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობით და მიზნებით”.საქართველოს ბანკი განაგრძობს საინტერესო, მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას. თუ თქვენც ეძებთ უკეთესი განათლების, განვითარების გზას, გადადით ბმულზე და გაეცანით მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

1753110900

როგორ ჩაიარა PLUS დაბადების დღემ - საინტერესო სტატისტიკა

ყველაზე სასურველი კატეგორიაყველაზე მეტი PLUS ქულა ტექნიკაში გადაიცვალა, თუმცა ყველაზე მეტჯერ PLUS ქულები შოპინგის კატეგორიაში გადაცვალეს. თუ ძვირადღირებული ტექნიკისთვის ქულების შეგროვება შეუძლებლად გეჩვენებათ, აუცილებლად გაეცანით ბლოგს, რომელშიც რჩევებსა და ხრიკებს გიზიარებთ.ონლაინ შოპინგი თუ ფიზიკური მაღაზია?5 ივლისს ქალაქის სავაჭრო ცენტრებში დიდი რიგები, ხოლო ქუჩებში საცობები იყო. თუმცა, შეთავაზების გამოყენება ონლაინაც შეიძლებოდა. წელს ყოველმა მეათე ადამიანმა ონლაინ გადახდა აირჩია. მნიშვნელობა არ აქვს, ვირტუალურ სივრცეში შოპინგი გიყვართ, თუ ფიზიკური მაღაზიების თვალიერება, PLUS ქულების დასახარჯად თქვენთვის კომფორტულ გზას აუცილებლად გამონახავთ.ვინიშოპინგაყველაზემეტი?PLUS შეთავაზების გამოყენება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეეძლო. მათ შორის, მათ ვინც AmEx საკრედიტო ბარათს იყენებს. მომხმარებლების 25.5%-მა Amex-ის ბარათზე შეგროვებული MR ქულები PLUS ქულებში გადაცვალა, ხოლო 84.4%-ი კი PLUS ბარათის აქტიური მომხმარებელი იყო. სწორედ PLUS ბარათის მუდმივი გამოყენებაა ქულების შეგროვების საუკეთესო გზა, თანაც ბარათის გააქტიურება უფასოდ სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.როდისაა საუკეთესო დრო შოპინგისთვის?შეთავაზებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეიძლებოდა. მომხმარებლების 14.32% – მა სასურველი ნივთები 12 საათამდე შეიძინა. სულ პირველი გადახდა კი 5 ივლისს 00:00:28-ზე დაფიქსირდა. თადარიგის დაჭერა წინდახედული ნაბიჯია, რომ შემთხვევით თქვენი სასურველი ნივთის მარაგი არ ამოიწუროს. ყველაზე მეტი ქულა დღის 11-12 საათზე დაიხარჯა, ყველაზე მეტმა ადამიანმა კი შუადღის 4-5 საათი შეარჩია საშოპინგოდ.სისწრაფედარაოდენობა5 ივლისს PLUS ქულები ელვის სისწრაფით იხარჯებოდა, წუთში ყველაზე მეტი 306 გადახდა დაფიქსირდა, საათში კი – 15,299. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთს უამრავი ბედნიერი ადამიანი ბრუნდებოდა სახლში ახდენილი სურვილებით. პირველი მილიონი PLUS ქულა -01:07 საათზე, ხოლო ყველაზე მეტი - 126,430 ლარის PLUS ქულა, კი სულ რაღაც 1 წუთში გაიხარჯა.ვისთვისარისPLUSქულები?PLUS ქულები ყველასთვისაა, 5 ივლისის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის ყველა მომხმარებელი დაპატიჟებულია. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, პროფესიას, ინტერესებს, მრავალფეროვან მაღზიებში აუცილებლად იპოვით იმას, რაც გაგახარებთ. წელს ყველაზე უფროსი ადამიანი, ვინც შეთავაზებით ისარგებლა და PLUS ქულები გადაცვალა, 89 წლის არის.ასე რომ, გაითვალისწინეთ სტატისტიკები და მომავალში უკეთ დაგეგმეთ PLUS ქულებით შოპინგის დღე. თუ PLUS ბარათის გამოყენებას დაიწყებთ და შეთავაზებების გვერდსაც თვალყურს ადევნებთ, იმაზე მალე და მარტივად შეაგროვებთ სასურველ რაოდენობას, ვიდრე გგონიათ.გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და შეუკვეთეთ PLUS ბარათი უფასოდ.

1753109400

შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოს...

მისივე ინფორმაციით, ზანგეზურის დერეფანი იქნება რეგიონალური ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტი შუა აზიური ქვეყნების და თურქეთისათვის. "ზანგეზურის სარკინიგზო დერეფნის იდეა არ არის ახალი იმ თვალსაზრისით, რომ ეს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი დერეფანი იყო. ზანგეზურის დერეფანი მსგავსი გეოგრაფიით გამოირჩევა, როგორიც  საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას აქვს. ამ დერეფნის 80%-ზე მეტი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლაა. როგორც ცნობილია, იქ ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდიდან არის შენარჩუნებული და მცირედ განახლებას საჭიროებს. ალბათ, ყველა დაინტერესებულ პირს სწორედ ეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზანგეზურის დერეფანი ადვილად განსახორციელებელი პროექტია და ამისთვის, ბევრი დრო და თანხები საჭირო არ იქნება. შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოსადგენია. მეტ-ნაკლებად ვიცი ჩინურ-რუსული ვაჭრობის სტრუქტურული მექანიზმები ლოგისტიკური თვალსაზრისით და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი, ზღვა ტვირთის ზანგეზურის დერეფანში შეუფერხებლად გატარება პრობლემასთან იქნება დაკავშირებული", - აცხადებს ლევან სულაბერიძე.ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის მესამე გლობალურ მედიაფორუმზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათ შორის საუბრის თემა იყო ზანგეზურის დერეფნის როლი, რომელმაც, მისივე თქმით, მრავალი ქვეყანა უნდა დააკავშიროს. ალიევი თვლის, რომ აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს, არა მხოლოდ მიიღოს და დაამუშავოს ტვირთები, არამედ გადაამისამრთოს ისინი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე.ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვის შესაძლებლობაზე, რაზეც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იქნება არანაირი ოპერატორი, იჯარა ან ქირა.BP.GE

1753106912

„ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება, მოლოდინს გადააჭარბა, როგ...

„რეალურად 2025 წლის დასაწყისი ტურისტული სფეროსთვის შესაძლოა სტარტი არ იყო ის რაც იქნებოდა დადებითი, თუმცა რეალურად ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მიმართულებები გარკვეულწილად შეიცვალა და ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სპარსეთის ყურიდან გვყავს, მიუხედავად ამისა თბილისი იქნება თუ რეგიონები რაოდენობრივად და ფისკალურად დადებითი ციფრები გვაქვს.უცხოელი ტურისტების რაოდენობა არის გაზრდილი. მე როცა ახლა ინტერვიუს ვიძლევი სასტუმროების დიდ რაოდენობას აქვს ოვერბუქინგი და შევსებულია მთლიანად. დიდი ხანია ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვქონდა და შესაბამისად როგორც თბილისში ისე შავიზღვისპირეთში მათი ხარჯვითი წილიც იზრდება.გასტრონომიული მიმართულება არის ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშა და ჩვენ გვაქვს აუთენტური, განსაკუთრებული კულტურა. ტურისტი, რომელიც ჩამოდის მისთვის არამხოლოდ ღირსშესანიშნაბები, ისტორიულ ძეგლებია მნიშვნელოვანი, ასევე მისთვის მნიშვნელოვანია გასტრონომიული კულტურის გაცნობაც“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტნეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

1753103242

გალფის ტრადიციული საზაფხულო გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცა...

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. Gulf Club-ის ბარათით საწვავის 30 ლარის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთს, 50 ლარზე - 2 ბილეთს, ხოლო 100 ლარზე ზევით შენაძენზე - 5 ბილეთს.მიმდინარე ბილეთების ნახვა და გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ესტუმრეთ ვებგვერდს - www.GulfClub.ge.

1753103010