ფილიალებში 25-29 ნოემბრის ჩათვლით:ყველა საავტომობილო პროდუქტზე 40%-იანი ქეშბექი. ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს ღირებულების 40% „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე უბრუნდება. ქეშბექი მომენტალურად სრულდება და მომხმარებელს შეუძლია, დაზოგილი თანხა დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მათ შორის ნებისმიერი სერვისის მისაღებად (ზეთის შეცვლა, დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და სხვა) აპლიკაცია და Tegeta Shop: 25 ნოემბრიდან - 1-ელი დეკემბრის ჩათვლით25%-იანი ფასდაკლება პროდუქტების სრულ ასორტიმენტზემრავალფეროვანი არჩევანი, მარტივი ნავიგაცია და სწრაფი შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად - აქციით ისარგებლებენ „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ციფრული სერვისების გამოყენებისას. ავტომფლობელები შეძლებენ, ონლაინ შეარჩიონ და შეიძინონ ისეთი გლობალური ბრენდების პროდუქცია, როგორებიც არიან:Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental, Varta, Energizer, Shell, Mobil, Petronas და სხვა საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხარისხის ეტალონად მიიჩნევიან.რატომ ახლა? - ზამთარი იწყებაზამთრის სეზონისათვის მანქანას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან - 1-ელ მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დაშვებული.Black Friday-ს შეთავაზებები სწორედ ის დროა, როდესაც მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეუძლია, მოამზადოს ავტომობილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.რატომ „თეგეტა მოტორსი“? მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით; საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი; თანამედროვე დანადგარები სერვისში; გამოცდილი მექანიკოსები და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი. ---თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
1764050760
გაეცანით, კონცეპტ ბარათების Black Friday შეთავაზებებს და გაამზადეთ სურვილების სია:თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათების შეთავაზებებიBoss, Zegna, Hugo, Garderobe, Paul&Shark, Gentleman – ამ მაღაზიებში, 28, 29 და 30 ნოემბერს, Mastercard ბარათებით გადახდისას, 30%-იან ქეშბექს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.სპეციალურად Mastercard ბარათის მფლობელებისთვის, მხოლოდ 28 ნოემბერს, ფასდაკლებებთან ერთად, 25%-იანი ქეშბექ შეთავაზება იმოქმედებს არომატეკასა და ჯო მალოუნში, სადაც ბარათის მფლობელებს ჯამში 300 ლარი დაუბრუნდებათ.თიბისი კონცეპტ Visa ბარათის შეთავაზებები28 ნოემბერს, ოკტოპუს ფინტეს კლუბში, წრეში და Gold’s Gym-ში აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებთ.Black Friday-ის შეთავაზებების ბოლო დღეს, 30 ნოემბერს კი, Visa მომხმარებლები, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, 30%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგებლებენ, რომლის დეტალებსაც, სულ მალე, თიბისი კონცეპტის შეთავაზებების გვერდზე იხილავთახალი თიბისი კონცეპტ Visa და Mastercard ბარათებიმხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი კონცეპტ Visa და Mastercard ბარათებით, 100-მდე პარტნიორ ობიექტში გადახდისას, თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.შეთავაზებები, რომლებიც თიბისი კონცეპტის ნებისმიერ ბარათზე მოქმედებსთუ სურვილების სიაში პრიორიტეტი ახალი სპორტული სამოსის ან აღჭურვილობის შეძენა გაქვთ, ადრენალინში 28, 29 და 30 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.აიღე თიბისი კონცეპტ ბარათები და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!ყველა Black Friday შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადი ბმულზე.
1763993760
QR განვადება მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ნივთის შესაძენად განვადება, ყოველგვარი საბუთებისა და რიგების გარეშე, სულ რამდენიმე წუთში დაიმტკიცოთ.სად შეგიძლიათ ისარგებლოთ QR განვადებით?QR განვადებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 1,500-ზე მეტ ობიექტში შეგიძლიათ. მათ შორის: ალტა, გორგია, ელიტ ელექტრონიქსი, კენარი, ზუმერი, იუსკი, ტექნო ბუმი, თაიმი, კონტაქტი, iSpace, iPlus, მეგატექნიკა და სხვა.როგორ მუშაობს QR განვადება?1. ლიმიტის წინასწარი შემოწმებამობილბანკში შეგიძლიათ წინასწარ შეამოწმოთ გაქვთ თუ არა განვადების ლიმიტი დამტკიცებული. ამისთვის მობილბანკის მთავარ გვერდზე, მენიუში, გადადით ჰაბზე და შემდეგ აირჩიეთ „შეთავაზებები და განაცხადები“.2. QR კოდის დასკანერებანივთის შერჩევის შემდეგ, მაღაზიაში, სალაროსთან დაასკანერეთ საქართველოს ბანკის QR კოდი და გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკით.3. განაცხადის შევსება: მიუთითეთ ნივთის ღირებულება აირჩიეთ განვადების ვადა და გადახდის რიცხვი. 4. პირობების დადასტურება გაეცანით ხელშეკრულებას და დაეთანხმეთ პირობებს.5. ნივთის მიღებახელშეკრულების დადასტურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება და SMS-ის სახით უნიკალურ 8 ნიშნა კოდს მიიღებთ, რომელიც მოლარეს უნდა უკარნახოთ. ნივთს კი მაშინვე მიიღებთ.აღსანიშნავია, რომ პარტნიორ ობიექტებში უკვე მოქმედებს შავი პარასკევის ფასდაკლებები. QR განვადება კი თავის მხრივ, პროცესს უფრო მარტივს, სწრაფს და მომგებიანს ხდის.მოგების სტატისტიკის ლაივ რეჟიმში სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.ამ ბმულზე კი თქვენთვის ხელმისაწვდომი განვადების ლიმიტს გაიგებთ: https://go.bog.app/ngj2/yk91rwyq
1763991687
შეთავაზებები თეგეტა მოტორისის სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასა და სპეციალურ პირობებს მოიცავს. ესენია: 20%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე, დანახარჯების მიუხედავად; 15%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე; 15%-იანი ქეშბექი ზეთების და ფილტრების სრულ ასორტიმენტზე.; სავალი ნაწილების დათვალიერება და კონსულტაცია - გადასახადის გარეშე; 50%-იანი ფასდაკლება ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკაზე; შეთავაზება მოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.საქართველოს ბანკის მობილბანკში მანქანის სივრცე მომხმარებელს ავტომობილთან დაკავშირებული საკითხების მართვაში დახმარებას უწევს. ამ სივრციდან შესაძლებელია მარტივად პარკირების საშვების შეძენა, საპატრულო ვიდეოჯარიმების გადახდა, შეტყობინებების და ავტომობილის შესახებ საჭირო ინფორმაციის ნახვა.მობილბანკში მანქანის სივრცის შესაქმნელად საჭიროა გადახვიდე ჰაბის გვერდზე, დააჭირო “მანქანას”, შემდეგ - “მანქანის დამატებას”, სადაც შეიყვან ავტომობილის მფლობელის პირად ნომერს, მანქანისა და ტექ. პასპორტის ნომრებს, დაეთანხმები წესებსა და პირობებს და დამატების ღილაკზე დაჭერით დაასრულებ პროცესს.თუ ჯერ არ იყენებ საქართველოს ბანკის მობილბანკს, გადმოწერე მარტივად და ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებებით.
1763988421
ტრენინგს უძღვებოდნენ „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელი და ეკონომისტი - ბაქარ ბარათაშვილი და ანა ქათამაძე - სკოლის პედაგოგი და ტრენერი.სტუდენტებს, მიუხედავად მათი ფაკულტეტისა თუ კურსისა, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ საბაზისო და პრაქტიკული ინფორმაცია ფინანსურ რჩევებთნ დაკავშირებით.„სესიაზე დეტალურად განვიხილეთ თემები, რომლებიც პირადი ფინანსების მართვის საწყის ნაბიჯებს ქმნის. მაგალითად: როგორ ფუნქციონირებს ბაზარი და რა როლი აქვს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს; როგორ ხდება ბიუჯეტის შედგენა და რესურსების სწორი გადანაწილება; რა განსხვავებაა სურვილებსა და საჭიროებებს შორის და რატომ არის ეს ცოდნა პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად გვაღებინებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს - იმპულსურ ხარჯვას, რისკებისადმი დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შევეხეთ ინვესტირების საწყის პრინციპებსაც: რატომ იწყება ყველაფერი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრით და რა არის რისკისა და სარგებლის ბალანსი“,- აღნიშნა ბაქარ ბარათაშვილმა, „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელმა.„მოხარულები ვართ, რომ ტრენინგზე სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ინტერესი გამოიხატა არაერთი შეკითხვით, დისკუსიითა და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობით - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროება და მოტივაცია საკმაოდ მზარდია“,- აღნიშნა ანა ქათამაძემ, სკოლის პედაგოგმა და ტრენერმა.„ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების მიღებაში და მათთვის ისეთი ტრენინგების ჩატარებაში, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი თუ მიმართულება“,- აცხადებს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.ინფორმაციისთვის, ამ ტიპის შეხვედრები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სხვა აუდიტორიისთვის კვლავ ჩატარდება. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან ეწვიეთ საქართველოს ბანკი - გზა სულ არის, არ გაჩერდე
1763982960
კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ორი წელი ინფლაციის დონე იყო 3-ჯერ ნაკლები ვიდრე მიზნობრივი 3%, ანუ 1.1%-ის დონეზე იყო, წელს, თუნდაც ამ დაბალი ბაზის გამო, ინფლაცია გადასცდა 3%-იან ნიშნულს. ამას დაემატა რამდენიმე გარე ფაქტორი, მაგალითად საგარეო ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიის გაძვირება, მაგრამ ესაა ერთჯერადი ფაქტორები რომელთა მილევაც უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.„მიმდინარე ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4.0 პროცენტი იქნება. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციისა და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება,“ - აღნიშნა მან.ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციური მოლოდინებიც არაა გაზრდილი, ვინაიდან 5.2%-იანი მაჩვენებელი ძირითადად მომდინარეობს მიწოდების ფაქტორებიდან და არა მოთხოვნის ზეწოლიდან. ასეთ დროს ცენტრალური ბანკები ნაკლებად რეაგირებენ ხოლმე, თუმცა სებ-ი მზად არის გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, თუკი ეს პროცესები გაგრძელდა.„ჩვენი ნეიტრალური განაკვეთია 7%. დღეს გვიჭირავს 8% და ცენტრალური სცენარის მიხედვით ესეც უნდა მოხდეს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. კვლავაც ვინარჩუნებთ შედარებით მკაცრ პოზიციას. 8% მოგეხსენებათ შედარებით მაღალია, ვიდრე ნეიტრალური დონე და ვართ ყურადღებით“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
1763981321
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის...
1763633280
დენი ძვირდება - ცნობილია დაახლოებით რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის...
1763025207
"2026 წელს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით, 70 წლამ...
1762940079
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთ...
1762860540
AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს...
1763031176








