ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კრიზისის ნიშნების ამოცნობა კრიზისის პრევენცია კრიზისის დაძლევის მიდგომები კრიზისის მართვის პროცესის სტრუქტურირება ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით მიიღონ.ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
1761311149
წამყვანმა ჰკითხა, რა არის ის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის წინსვლას.„ძალიან საინტერესო ფენომენია - რაიმე სასწაული თუ არ ხდება მსოფლიოში, რომელიმე პატარა ქვეყანა ნავთობს თუ არ მოიპოვებს და ეს რაიმე ბუსტის ეფექტს არ იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა შემთხვევაში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდით საბედნიეროდ, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. ამას მეკითხებიან ჩემი ჰარვარდის კურსელებიც, მირეკავენ ზოგჯერ და ინვესტიციებით ინტერესდებიან - რა ხდება საქართველოში, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო. ჩემი პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა არის სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როგორც კერძო კომპანიებში ხდება, რაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.თავის დროზე დუბაიმ გააკეთა ეს და ძალიან სწრაფად წავიდა ეკონომიკური ზრდით. ვიცით როგორც განვითარდა, ნავთობი არ აქვს - უძრავი ქონებით, სასტუმროებით, ტურიზმით, ლოგისტიკით რა დონის ეკონომიკა აქვს. დაახლოებით იგივე მოდელს ვიღებთ ჩვენ. მთელი მთავრობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, სწრაფად გადაწყვიტოს საკითხები, ინვესტიციები განახორციელოს ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელშიც დაინტერესებული იქნება ქართველი, თუ უცხოელი ინვესტორი. რა თქმა უნდა ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა - ეს არის მთავარი რამ“, - აღნიშნა წულაიამ.
1761305535
პროექტი “ალტერნატიული ქუთაისი” იკვლევს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქუთაისში აღმოცენებული ანდერგრაუნდული ხელოვნების სცენის ისტორიის, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციასა და პოსტ - ინდუსტრიული ხელოვნების კულტურული მარშრუტის წარდგენას.პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, ქუთაისში გაიმართა გამოფენა იგივე სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იყო 90-იანი წლების ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტები, ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალები. ეს მასალები პროექტის არსებობამდე გაფანტული იყო არტისტებსა და ანდერგრაუნდ სცენის მაშინდელ თაყვანისმცემლებთან (აფიშები, აუდიო კასეტები, მაისურები და ა.შ.).ახლა კი, ამ პროექტის ფარგლებში, დაიბეჭდა კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია სწორედ ის მასალები, რაც 2024 წელს, გამოფენაზე იყო გამოტანილი. წიგნში, მასალებთან ერთად, თავმოყრილია კვლევის შედეგებიც.თიბისისთვის მნიშვნელოვანია “ალტერნატიული ქუთაისის” მხარდაჭერა, რადგან ეს პროექტი შესანიშნავად გამოხატავს ქალაქის კულტურის მდიდარ ისტორიას, მის იდენტობას; იმ კულტურულ მოუსვენრობას, რაც ამ არაჩვეულებრივი ქალაქისთვისაა დამახასიათებელი.ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტებისა და კვლევის შედეგების თავმოყრა და გამოცემა კი, ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი თაობა გაეცნოს და აღმოაჩინოს აქამდე უცნობი ამბები და ისტორიები, რაც მათთვის ინსპირაციადაც შეიძლება იქცეს.
1761304156
„საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობას აღიქვამს როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ პირობები, სადაც ცოდნა, ინოვაცია და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთიანად ემსახურება უკეთესი მომავლის შექმნას,“ - ამბობს ანა ლომთაძე საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი და პროექტების შესახებ კიდევ უფრო დეტალურად გვესაუბრება.განათლება და ახალგაზრდების გაძლიერება - ყველაზე დიდი ინვესტიციასაქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკის მხარდაჭერით 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნაა.“ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ძირითადი გასაღები სოციალური პროგრესისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მიმართულია როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერისკენ, მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნისკენ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ,“ - აღნიშნავს ანა ლომთაძე.STEM სკოლა - მომავლის პროფესიების სწავლა სკოლიდანვეამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა VII–XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთწლიანი ონლაინკურსის განმავლობაში დაეუფლონ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო უნარებს.“იმისათვის, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, STEM სკოლაში საუკეთესო შედეგების მქონე 90 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ. პროექტისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. STEM სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.ამასთან, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM ოლიმპიადასაც ახორციელებს, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი სკოლა გააერთიანა.“STEM სკოლის პარალელურად, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესი, STEM ოლიმპიადას ვახორციელებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, არა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას შეუძლია. ოლიმპიადის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ყველა მსურველს ვურჩევ, ამ ინიციატივაში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებსიმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა მათ განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ჩვენთვის გამორჩეული ინიციატივაა. უკვე მეხუთე წელია, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის ზრდას.ჯამში ჩვენ უკვე გავხსენით 25 იდეათეკა 11 რეგიონის სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვისგანათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და უჭერს მხარს.“ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს იყო სტუდენტი - სწავლასთან ერთად, ჩნდება ახალი პასუხისმგებლობები. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ. ამისათვის, შევქმენით არაერთი სასტიპენდიო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ სასწავლებლებში სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება”, - გვიყვება ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი სტიპენდიატი.ადგილობრივი სტიპენდიების გარდა, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში სწავლის და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დაფინანსებით.“ადგილობრივ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მიღების პარალელურად, ჩვენ ასევე, ვპარტნიორობთ Chevening-ის და Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამებთან. ასევე, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შევქმენით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. ამ ინიციატივების ფარგლებში, ახალგაზრდა პროფესიონალებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სრული დაფინანსებით და მიღებული ცოდნით, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 55-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ახალგაზრდა პროფესიონალებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა, დაელოდონ განაცხადების მიღების პერიოდს და აუცილებლად შეავსონ აპლიკაცია”, - ამბობს ანა ლომთაძე.თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, აქვთ შესაძლებლობა, ბანკის 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ისწავლონ საქართველოს ბანკის სტიპენდიით. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებს შორისაა კულინარიის აკადემია, კომუნიკაციების სკოლა, STEP IT Academy, Smart Academy, Headvice და BDO Academy.დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვისამასთან, საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.“პირველი კარიერული ნაბიჯები ხშირად ბევრ გამოწვევასთან ასოცირდება. იმისათვის, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს ხელი შევუწყოთ მომავლის პროფესიების არჩევაში, ჩვენ შევქმენით სტუდენტური დასაქმების პროგრამა “ლიდერატორი”, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს ბანკში, რა თქმა უნდა, სასწავლო განრიგთან შეთავსებით, მიიღონ დარგის სპეციალისტებთან მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ “ლიდერატორის” პროგრამა როტაციული ხასიათისაა - რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სხვადასხვა მიმართულებით შეუძლიათ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მათ აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში. “ლიდერატორის” პროგრამაში მონაწილეობა უკვე 500-მდე სტუდენტმა მიიღო, მათგან 80% კი ბანკში დასაქმდა”, - გვიზიარებს ანა ლომთაძე.ბიზნესის მხარდაჭერა — ცოდნის გაზიარება და ინოვაციის წახალისებაგანათლების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქმნის რეალურ შესაძლებლობებს.„ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მაგალითად, ჩვენ შევქმენით Businesscourse.ge — საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც მსურველებს შეუძლიათ გაიარონ დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილი ბიზნესკურსები. UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, რომელიც საქართველოს ბანკის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, მეწარმე ქალებს ვეხმარებით, საკუთარი იდეები ბიზნესად აქციონ. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ SMEDA-ს პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მცირე მეწარმეებს პროდუქციის გაყიდვაში, კონსულტაციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობაში,“ - აღნიშნავს ანა ლომთაძე.გარემოს დაცვა - პასუხისმგებლობა ბუნებისა და მომავლის წინაშე“ჩვენთვის გარემოს დაცვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კიდევ ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) და მხარს ვუჭერთ 18 დაცულ ტერიტორიას, რომელთა საერთო ფართობი 740,000 ჰექტარს აღწევს და სადაც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ასევე, საქართველოს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად კიდევ ერთი ინიციატივა წარადგინა-წერილები ბუნებისგან. პროექტის მიზანია ბუნების დასახმარებლად ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს: ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა; კამპანიის მიზანია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში“, - გვიყვება ანა ლომთაძე.მომავლის ხედვა“ეს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ჩვენი CSR მიზნები და ამოცანები კვლავ რჩება საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებად. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების შექმნაზე, ვაფორმებთ ახალ პარტნიორობებს, რომლებიც განათლების ხელშეწყობასა და მდგრად განვითარებაზე არის ორიენტირებული.გვჯერა, რომ ბიზნესის როლი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური შედეგები. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კულტურის ნაწილია - ეს არის გზა, რომლითაც ბანკი ქვეყნის პროგრესის ორგანულ ნაწილად იქცევა” , - აღნიშნავს ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: csr.bog.ge
1761303600
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც შუამდგომლობდა, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
1761302762
ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე.ტექსფეროს წარმომადგენლების გარდა, დამსწრეთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს თემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩარევის გარეშე.თუ “ჩვეულებრივი” AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა თუ მარკეტინგიც კი.დისკუსიის მოდერატორის, ანტრეპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც ადრეულად ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მისცემს.„ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება”, - აღნიშნა დავით ციცქიშვილმა.“ის, რაც არ იცვლება, არის მომხმარებლის მოთხოვნა, მაღალი ხარისხი და ეფექტურობა“, - უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა, BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით.„სამი წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი მივხვდით რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი ამ ტექნოლოგიაზე იდგა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია რომ არსებული ყველა ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი გვერდი გახდება და ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით ჩვეულებრივი ენით“, - აღნიშნა მან.5 ნოემბერს, ოთხშაბათს, D Block-ის დილის შეხვედრების შემდეგი სერია გაიმართება და საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანები ამჯერად სხვა საინტერესო თემის გარშემო გაერთიანდებიან.
1761297092
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
ვის ეკუთვნის „ლუკოილ ჯორჯია“ და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლე...
1761214465
საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირ...
1760533680
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის...
1760533500









