„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
1794560466
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 202.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.5 პროცენტით).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 327.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.
1794560370
"ისინი დაფინანსებაში მოგვყვებიან, თუმცა მათი დამოკიდებულება ის არის, იციან საით ვითარდება ბაზარი და უფრო მსხვილ დეველოპერებს ემუშავებიან, რომლებსაც მშენებლობის გამოცდილება აქვთ და გაყიდვების გამოცდილება აქვთ", - აცხადებს ლევან დიასამიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. ლევან დიასამიძე აქვე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ისევ რჩება საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს."როდესაც მომხმარებელი მოდის და უძრავ ქონებას ყიდულობს, მან არ იცის, რა აქტივებს ფლობს კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მას და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროების შესაძლებლობა და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ განვადება, ინვესტორისგან თანხა, რომელსაც განვადება დავარქვით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თანხა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინვესტორის ჩვეულებრივი მონაწილეობა პროექტში. ეს არ უნდა იყოს ცალსახა რეგულაცია, ეს უნდა იყოს რეგულაცია, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, რომლის უფლებებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც უნდა ენიჭებოდეთ რეიტინგი, ისევე როგორც ბანკებს აქვთ საკრედიტო რეიტინგი.როდესაც კომპანია 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, ბინის თითოეული მყიდველი, ფაქტობრივად, ამ პროექტის ინვესტორი ხდება. შესაბამისად, მათი უფლებებიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. თუმცა, ეს საკითხი ფართო მსჯელობას საჭიროებს", — აღნიშნა ლევან დიასამიძემ.BP.GE
1794559491
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1794558828
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.„საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.
1794554494
წამყვანმა ჰკითხა, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობას უსაფრთხოების კუთხით სარგებელი თუ ახლავს.„ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი. ამისთვის საჭიროა ის, რაც კეთდება. ევროპის ლიდერებმა ძალიან მოუხშირეს ვიზიტებს ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოს სახელოსნოა ისევე, როგორც ინდოეთი.დღეს ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა სპეციალობის მუშაკი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ჩინეთის განათლების სისტემა ამ გიგანტურ ეკონომიკას უწყვეტად ამარაგებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით. ჩინეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, - აღნიშნა კაპანაძემ.
1794551862
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289











