თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის...
MAN Lion's City 18C-ის მოდელის 200
ერთეული 18-მეტრიანი
ავტობუსებით თბილისის
მოსახლეობა უკვე არაერთ
მარშრუტზე
გადაადგილდება.ბექა
ბერიძე, „თეგეტა
ჰოლდინგის“ სატვირთო,
კომერციული და
ავტობუსების მიმართულების
ხელმძღვანელი:
„საზოგადოებრივი
ტრანსპორტის
მიმართულებით დიდი
გამოცდილება გვაქვს, თუმცა
ეს ყველაზე მასშტაბური
პროექტია და მოხარულები
ვართ, რომ წარმატებით
დავასრულეთ. გერმანულ
ავტოგიგანტთან, MAN-თან,
მჭიდრო და ხანგრძლივი
თანამშრომლობის
ფარგლებში, შესაძლებელი
გახდა, რომ თბილისისთვის
ავტობუსების წარმოება
პრიორიტეტულ საკითხად
გვექცია. შესაბამისად,
ავტობუსების მიწოდება
დათქმულ ვადაზე ადრე
შევძელით. დღეს ჩვენს
ქალაქში გადაადგილდებიან
ზუსტად ისეთივე მოდელის
ავტობუსები, როგორებიც,
მაგალითად, საფრანგეთის
დედაქალაქ პარიზში ან
ევროკავშირის სხვა
ქვეყნებში. აღსანიშნავია,
რომ სატენდერო პირობები
მხოლოდ ავტობუსით
მომარაგებას არ
ითვალისწინებს. ჩვენ
უზრუნველვყოფთ როგორც
ქარხნულ, ისე
გახანგრძლივებულ
გარანტიას, სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლოატაციის ვადის
ამოწურვამდე. ამასთანავე,
ჩვენი გამოცდილი და მაღალი
კვალიფიკაციის მქონე
მექანიკოსები „თბილისის
სატრანსპორტო კომპანიის“
სერვისცენტრებში
ავტობუსებს სრულ სერვისს
უწევენ“.„თეგეტას“
საგანგებოდ გადამზადებული
მექანიკოსები რამდენიმე
ბაზაზე არიან
გადანაწილებული. უსაფრთხო
გადაადგილების
უზრუნველსაყოფად
მომსახურების მიღება
შესაძლებელია როგორც დღის,
ისე საღამოს საათებში. თვის
ჭრილში „თეგეტას“
მომსახურე პერსონალი
„თბილისის სატრანსპორტო
კომპანიის“ კუთვნილ
ავტობუსებს 2000-ზე მეტ
ინდივიდუალურ სერვისს
უწევს. სამუშაოებისას
გამოიყენება თანამედროვე
დანადგარები და
ინსტრუმენტები. ეს
ყველაფერი კი იმისათვის,
რომ დედაქალაქის
მაცხოვრებლებმა სრულად
გამართული მუნიციპალური
ტრანსპორტით
იმგზავრონ.მაღალი
ხარისხის შესანარჩუნებლად
„თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta
Truck&Bus-ის გუნდის წევრები
ყოველწლიურ სწავლებას
გადიან. მათ შორის არიან
მექანიკოსები, სერვისისა
და სექტორის მენეჯერები,
ელექტრიკოსები და თითოეულ
აგრეგატზე მომუშავე
პასუხისმგებელი პირები.
ჰოლდინგში აცხადებენ, რომ
პერსონალი,
გამოცდილებასთან ერთად,
თანამედროვე ცოდნით არის
აღჭურვილი.საქალაქო ტიპის
უახლესი MAN Lion's City 18C-ს ტიპის
ავტობუსები 162 მგზავრზეა
გათვლილი. სატრანსპორტო
საშუალებებში
დამონტაჟებულია
თანამედროვე სტანდარტის
გათბობის, კონდიცირებისა
და ვენტილაციის სისტემები,
რომლებიც სრულად
შეესაბამება თბილისის
კლიმატურ პირობებს.
ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi
სისტემებით და USB დატენის 8
წერტილით, რომლებიც
თანაბრად ნაწილდება
სამგზავრო
განყოფილებაში.MAN Lion's City 18C-ს
შემოყვანა გარემოსდაცვითი
მიმართულებითაც
მნიშვნელოვანია.
ეკოლოგიურად სუფთა,
კომპრესირებული ბუნებრივი
აირის CNG ძრავაზე მომუშავე
სატრანსპორტო
საშუალებები, სხვა
მოდელებთან შედარებით,
გარემოსთვის გაცილებით
უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის
შემცირებას უწყობს
ხელს.ბექა ბერიძე, „თეგეტა
ჰოლდინგის“ სატვირთო,
კომერციული და
ავტობუსების მიმართულების
ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ
2016-17 წლებში CNG ძრავით
აღჭურვილი ტრანსპორტის
გამოჩენა თბილისში წინ
გადადგმული ნაბიჯი იყო
ეკოლოგიის გაუმჯობესების
თვალსაზრისით. ერთ-ერთ
მთავარ კრიტერიუმად
ამჯერადაც სწორედ
გარემოზე ზრუნვა
სახელდება. ახალი თაობის MAN
-ის 18-მეტრიანი ავტობუსები
მინიმალური ზემოქმედებით
გამოირჩევა. თუმცა ეს არ
არის ბოლო გაჩერება
გერმანული
ავტოკონცერნისთვის. MAN
ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია,
ევროკავშირის მასშტაბით,
ელექტრობუსებით
მომარაგების კუთხით.
სამომავლოდ, ვფიქრობთ,
თბილისშიც მალე დადგება ეს
საჭიროება და როგორც MAN-ის
ექსკლუზიურ დილერს
საქართველოში, გვექნება
შესაძლებლობა,
ელექტრიფიკაციის
მიმართულებით პირველი
ნაბიჯები ერთად
გადავდგათ“. „თეგეტა“ 2016
წლიდან აქტიურად არის
ჩართული მუნიციპალური
ტრანსპორტის
განვითარებაში.
ამასთანავე, 2023 წელს
ჰოლდინგის საქმიანობა ამ
მიმართულებით ქვეყნის
ფარგლებს გასცდა. „თეგეტა“
ერევნის მუნიციპალური
პარკის განვითარებაშიც
ჩაერთო და დღეს სომხეთის
დედაქალაქის მილიონზე
მეტი მცხოვრები
თანამედროვე ავტობუსებით
გადაადგილდება.--,,თეგეტა
ჰოლდინგის” შესახებ:
უმსხვილესი საავტომობილო
კომპანია კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში
მომხმარებელს
საავტომობილო ეკოსისტემის
სრულ სპექტრს სთავაზობს,
რაც მსუბუქ, სატვირთო და
სამშენებლო, ასევე
კომერციულ, სამგზავრო და
ინდუსტრიულ ტრანსპორტს
მოიცავს. მთელი ქვეყნის
მასშტაბით ,,თეგეტას” 28
სერვისცენტრი აქვს.
„თეგეტა“ ექსკლუზიურად
წარმოადგენს ცნობილ
ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota,
Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და
სპეცტექნიკის
მიმართულებით ჰოლდინგის
პარტნიორები არიან ისეთი
დიდი ბრენდები,
როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG
და სხვები. ,,თეგეტა”
მსოფლიოს 300-ზე მეტი
წამყვანი საავტომობილო
ბრენდის იმპორტიორია
საქართველოში. ,,თეგეტა
ჰოლდინგი”, 3000-მდე
თანამშრომლით, დღეს
საქართველოში ერთ-ერთი
უმსხვილესი
დამსაქმებელია.
1760533500