ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნითსაქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებშიცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზედემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნული ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასამან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნორომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.