ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ მონაწილეობდნენ.

ფორუმი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD; ADB; WB; IMF; AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში, გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

ასევე, ყურადღება გამახვილდა International Monetary Fund-ის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებზე.