საქართველოს ბანკის და Ad Summit Tbilisi - ის პარტნიორობით, საქართველოში პირველად, #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2023, 19 ნოემბერს, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi - ში გაიმართა.

Ad Summit Tbilisi 2023- ს მიზანს მარკეტერებსა და ციფრული სფეროებით დაინტერესებულ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებას 20-ზე მეტი სპიკერი და 400-მდე სტუმარი ესწრებოდა.  მის ფარგლებში სპიკერებმა ელექტრონულ კომერციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე, ბრენდ დიზაინზე, კონტენტ და ინფლუენსერ მარკეტინგზე ისაუბრეს, და ასევე, რამდენიმე საინტერესო ვორქშოფი და მასტერკლასი ჩაატარეს.

ღონისძიებაზე სპიკერის რანგში იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლები : ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი - გიორგი კინწურაშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ანალიტიკა გადახდების მიღმა - ვინ იცნობს მომხმარებელს სოციალურ მედიაზე უკეთ" და საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა - Ads მენეჯერის პროდუქტის მფლობელი - თორნიკე სამადაშვილი, რომელმაც ვოქრშოფი ჩაატარა თემაზე: როგორ მიწვდეთ 1 300 000 მომხმარებელს Ads მენეჯერით.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის და Ad Summit - ის პარტნიორობით თბილისში ასეთი მასშტაბური  მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა და გვქონდა შესაძლებლობა  ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმა - Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადაწყვეტები მონაცემზე დაყრდნობით  და შექმნან ეფექტური შეთავაზებები 1 300 000-ზე მეტი ადამიანისთვის. ასევე, საშუალება გვქონდა გვესაუბრა სოციალური მედიისა და ანალიტიკის როლზე თანამედროვე სამყაროში. დღეს, ციფრულ სამყაროში, ბიზნესისთვის მთავარი ამოცანაა იცოდეს ვინ არის მისი მომხმარებელი, როგორ იქცევიან ისინი, რა მოსწონთ და ა.შ რათა მათზე მორგებული შეთავაზებები შექმნან. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე გადაწყვეტებზე მუშაობას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში