25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი საშინაო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. არსებული შეზღუდვების გამო, გულშემატკივრები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, თუმცა ამას გულშემატკივრები არ შეუჩერებია.

საქართველოს ბანკმა, როგორც ეროვნული ნაკრებისმთავარმა სპონსორმა, ეს შეზღუდვა ახალშესაძლებლობად აქცია და შექმნა კამპანია - „ქომაგობა არ ჩერდება“.

ჩანაფიქრი მარტივი იყო: თუ გულშემატკივარი ვერ შედის სტადიონზე, მაშინ თავად ქალაქი უნდა იქცეს საგულშემატკივრო სივრცედ. ასე გაჩნდა იდეა, რომ სტადიონზე აკრძალული ქომაგობა პირდაპირ ქუჩაში, სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე გამოსულიყო.

მატჩის დღეს, 17:00 საათიდან, დინამოსთან მისასვლელ გზაზე ნამდვილი საფეხბურთო მოძრაობა დაიწყო. აქ მოსულ გულშემატკივრებს სამი სპეციალური ლოკაცია დახვდათ: პირველი ტრიბუნა მესხის ძეგლთან განთავსდა, მეორე - ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, ხოლო მესამე, ცაბაძის ქუჩის კუთხეში, სასკოლო ლიგის ბავშვებმა დაიკავეს. სამივე წერტილიდან ერთიანი ენერგია მიემართებოდა მოედნისკენ, რაც ნაკრების ავტობუსის გამოჩენისას განსაკუთრებულ ხმაურში გადაიზარდა.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის, ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ქომაგების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. თუმცა მთავარი როლი მაინც იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებმაც ქუჩის ტრიბუნები შეავსეს. ქართული სპორტის ქომაგების პრეზიდენტი, ბექა ნოზაძე, ამ შეკრების მუხტს ასე იხსენებს:

“როდესაც ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ჰიმნს, ამ დროსვფიქრობთ, რომ გავდივართ ბრძოლის ველზე. არ აქვსმნიშვნელობა, ვინ ითამაშებს მოედანზე, მთავარიაროგორ თამაშობენ ის ადამიანები, რომლებსაცსაქართველოს ნაკრების მაისური აცვიათ. პატიოსანიქომაგი არასდროს ვყოფილვარ, ბავშვობიდან მიყვარდაფეხბურთი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, როცაგადავძვრებოდი, შევიპარებოდი თამაშზე და სხვისკუთვნილ ადგილას დავჯდებოდი. ეს მოგონება დღემდემახსენებს, რომ ქომაგობას ვერაფერი აჩერებს - ვერცშეზღუდვები, ვერანაირი ბარიერი“, - აღნიშნავს ბექანოზაძე.

25 სექტემბრის საღამომ ერთი რამ ნათლად აჩვენა: გულშემატკივრობა 90-წუთიან მატჩზე გაცილებით მეტია. სტადიონის კარები შეიძლება დაკეტილი იყოს, მაგრამ მხარდაჭერისთვის სივრცე მაინც მოიძებნება.

საქართველოს ნაკრებს წინ ორი გასვლითი მატჩი აქვს:

  • 2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი vs საქართველო
  • 5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია vs საქართველო

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს.

ქომაგობა არ ჩერდება! საქართველოს ბანკი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.