გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე - მთავარი სხდომა
მეთოთხმეტე ეპიზოდი - 13 ნოემბერი
2026 წლის 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას თავმჯდომარეობით, განახლდა 9 ნოემბერს გადადებული „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებით მიმდინარე გაერთიანებული საქმის მთავარი სხდომა. საქმეზე იხილება მხარეთა მიერ მოთხოვნილი ერთმანეთის გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების საკითხები.
აღნიშნული სასამართლო წარმოება, ეკვე მერამდენე ეპიზოდია, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. ამჯერად მხარეებმა მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების საქმეზე დართული და წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს წარმოდგენილი მტკიცებულებების თაობაზე. მათ შორის და მაგალითად, ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირწონედ, - რომ იგი და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე, ადმინისტრაციამ არ დაუშვა იმავე სკოლაში მოსწავლე მათივე შვილის ზეიმზე, “განათლების ჯგუფის” მხარემ უპასუხა, რომ როდესაც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს, ყველა სხვა მშობლის მსგავსად, ჰქონდათ ამის საშუალება, მათ ეს საშუალება დებოშის მოსაწყობად გამოიყენეს, რასაც ფაქტობრივად, ზეიმის ჩაშლა მოჰყვა - მხარემ ამ მტკიცებულების დასტურად შესაბამისი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა.
კიდევ ერთი ეპიზოდი შეეხეო “აკადემიის” ტერიტორიაზე დაპარკინგებულ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ მოძრავ აქტივებს (ავტომანქანებს). ნათია ჯანაშიას მხარის მტკიცებულებას, რომ მათ მარწმუნებლებს არ ეძლევათ საშუალება საკუთარი ავტომობილები გაიყვანონ და ისარგებლონ მათით, “განათლების ჯგუფის” მხარემ უპასუხა წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით, სადაც ჩანს, რომ “განათლების ჯგუფი” რამდენჯერმე სთავაზობს ნათია ჯანაშიას, რომ შეთანხმებულ დღეს, არასამუშაო საათებში, მათ შეეძლებათ საკუთარი აქტივის “აკადემიის” ტერიტორიიდან გაყვანა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, არასამუშაო საათებში ამის გაკეთება მხარის კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა, რაც სწორედ ზემოაღწერილი დებოშის განმეორების რისკებიდან მოდის. უფრო მეტიც - “განათლების ჯგუფის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ “აკადემიის” ადმინისტრაციას ყოველდღიურ ოპერირებაში ხელს უშლის ტერიტორიის პარკინგზე უძრავად მდგარი ავტომობილები და ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ, დადგენილი წესით, ამ ავტომობილების ტერიტორიიდან გაყვანა პირველ რიგში, მათსავე, ანუ “აკადემიის” მოქმედი ადმინისტრაციის საოპერაციო ინტერესშია.
საინტერესო იყო ასევე, წარმომადგენლობითობის საკითხის გარკვევა, რაც მოულოდნელად დადგა დღის წესრიგში. - ნათია ჯანაშიას მხარეს, მთელ რიგ პროცესებში, ერთობლივად იცავს სამი იურისტი. “განათლების ჯგუფის” მხარეს გაუჩნდა კითხვა - რამდენად ჰქონდათ მათ სათითაოდ იმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომ თითოეულს გაერთიანებული 4 საქმიდან ნებისმიერზე დაეცვა მისი მარწმუნებელი.
ამ საკითხის გარკვევამ საკმაოდ დიდი დრო დაიკავა და საბოლოოდ შუამდგომლობის დაყენებაში გადაიზარდა, რომლითაც “განათლების ჯგუფი” ითხოვდა, სასამართლოს გაერკვია აღნიშნული საკითხი. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამ გადაწყვეტილებაში დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ ნათია ჯანაშიას ყველა წარმომადგენელი ფლობდა საქმესთან დაკავშირებით უვადო წარმომადგენლობით მინდობილობას და ამდენად სასამართლოს მათ უფლებამოსილებაზე ეჭვები ვერ ექნებოდა.
სხდომა ჯერ იმავე დღის 16:20 საათამდე გადაიდო, თუმცა აღნიშნულ დროს სხდომის განახლებისას, მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, იგი კვლავ გადაიდო ამჯერად 16 ნოემბრის 13:20 საათამდე და განახლდება ისევ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან.













