პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების თანახმად, მოქალაქეებს დაგროვებითი პენსიის ნაწილობრივ გატანაც შეეძლებათ და საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს მხოლოდ ერთიანად და ერთჯერადად არ მოუწევს საპენსიო დანაზოგის გატანა/მოხმარება. აღნიშნულის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„კანონში ცვლილებებით საპენსიო სააგენტომ საპენსიო დანაზოგის გატანის ახალი არხები დანერგა. კანონში ცვლილებამდე მოქალაქეებს შეეძლოთ საპენსიო დანაზოგის მხოლოდ ერთჯერადი გატანა. ამ მიმართულებით იქნება ცვლილები და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

კერძოდ, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეს შეეძლება, საკუთარი საპენსიო დანაზოგის ერთჯერადი, ისე გეგმიური და ანუიტეტური გატანა. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ცვლილების შედეგად, მოქალაქეებს შეეძლებათ ერთჯერადად გაიტანონ თანხის რაღაც ნაწილი ან მთლიანად დანაზოგი, შეიძინონ ანუიტეტი და მთელ სიცოცხლისუნარიანობის ცხრილზე გადანაწილდეს მათი დანაზოგი, ან გეგმიური გატანა ჩაირთონ,“- აღნიშნა მელიქიძემ.