"მიღებულ რეზოლუციაში ნათია თურნავას ხსენება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ინსტიტუტზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა. მიზანი კი ერთი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ძირის გამოთხრაა", - ამის შესახებ წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.

"მიღებულ რეზოლუციაში ნათია თურნავას ხსენება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ინსტიტუტზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა. მიზანი კი ერთი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ძირის გამოთხრაა

ფაქტები კი სხვას ამბობს - რამდენიმეთვიანი ეკონომიკის, ლარის კურსის დაქცევის წარუმატებელი სცენარების ხატვის მიუხედავად ფუნდამენტურ ფაქტორებს პოლიტიკურად ანგარიჟებულმა პიროვნებებმა თუ მედიებმა ვერაფერი დააკლეს. შიდა რესურსი სრულად ამოწურეს და ახლა საერთაშორისო არეალზე კვლავ წარუმატებლად, უარგუმენტოდ გაიჭრნენ.

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია რომ დამოუკიდებელ რეგულატორზე, მით უფრო ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მთელს განვითარებულ მსოფლიოში დასაგმობ საქციელად ითვლება და დანაშაულია. სამწუხაროა, დღეს ამას იმ ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ვისმენთ ვინც სხვებს ასწავლის რომ ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია.
სამწუხარო და ქვეყნის მტრობაა ვერ იაზრებდე ფინანსური თუ ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და პოლიტიკურ დღის წესრიგში სამიზნედ ეროვნული ბანკი ამოიღო, თუმცა ეს ინსტიტუტი დღეს ისეთი ძლიერია როგორც არასდროს, სწორედ ამიტომ შემაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელია მიღებული რეზოლუცია", - წერს ანგურიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.