მას შემდეგ, რაც დუბაის ცენტრში მდებარე ვინტაჟურ სტილში შექმნილმა ქართულმა რესტორანმა Qartuli დიდი აღიარება და წარმატება მოიპოვა, მისმა დამფუძნებლებმა, მარიამმა და ნინომ, ახალი პროექტი, სამოგზაურო სერიის შექმნა გადაწყვიტეს.

Qartuli Authentic Georgian Restaurant-ის დამფუძნებლები, მარიამი და ნინო, მოგზაურობენ საქართველოს  რეგიონებში და მათი ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და კულტურის მეშვეობით  კულინარიულ მარგალიტებს, გემრიელ ტრადიციულ კერძებს და Qartuli-ის ფესვებს  წარმოგიდგენენ.

Qartuli Travels, ეს არის პროექტი, რომელიც სტუმრებს მოიწვევს, რათა გააცნოს მათი საყვარელი რესტორნის შთაგონება. ორი ქართველი გოგონას გემრიელი კულინარიული მოგზაურობა  საქართველოზე მოგვითხრობს.

თბილისიდან კახეთის მწვანე ბუნებისა და მთაგორიანი გუდაურის გზების გადავლის ფონზე  Qartuli Travels ქართული კულტურის ფერადოვნებას გვაცნობს.

დუბაის ცენტრალურ ქუჩებში, Qartuli-მა თავის კარი 2024 წლის იანვარში გახსნა და საქართველოს მდიდარი გემოები მიიტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ნინო, იურისტი და მარიამი, მოქანდაკე, ისინი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს და  თავიანთი სიყვარული ქართული სამზარეულოსადმი და საკუთარი რესტორნის გახსნის ოცნება დუბაიში განახორციელეს.

Qartuli - ეს არის უნიკალური სამზარეულო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკუნეების კულინარიულ გამოცდილებას და ამას ვინტაჟური ქართული სახლის მომაჯადოებელ გარემოში კიდევ უფრო მძაფრად აგრძნობინებს მათ.

აქ წარმოდგენილია კლასიკური კერძები, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური, ჩქმერული, ხარჩო, ჩაქაფული და მრავალი სხვა.

სტუმრები კერძებს მიირთმევენ თბილ, მე-19 საუკუნის ქართული სახლის ატმოსფეროში და ენერგიულ გარემოში, რაც ქმნის უნიკალურ კულინარიულ კერას დუბაიში.

რესტორნის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა ქართველი გოგონა, ახლა იღებენ  სამოგზაურო სერიალს -  Qartuli Travels, რომელშიც დიდი სიყვარულით არის ახსნილი მათი სიყვარული ქართული კულტურისა და სამზარეულოსადმი.

ამ საინტერესო ვიდეოების სერია მაყურებლებს გააცნობს საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტებს, აჩვენებს ღრმა კავშირს მფლობელებსა და მათ ფესვებს შორის.

YouTube სერიალში, რომლის ყოველ მომდევნო ახალ სერიასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, პარასკევობით ვნახავთ, შეგიძლიათ ნინოსა და მარიამთან ეწვიოთ ისეთ ცნობილ ადგილებს, როგორიცაა თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, მთიულეთი, იმერეთი, გუდაური, ბათუმი და კიდევ ძალიან ბევრ თავიდან აღმოსაჩენ საოცარ ადგილს.

მოგზაურობისას, მარიამი და ნინო თქვენთან ერთად გაეცნობიან თითოეული ადგილმდებარეობის მდიდარ ისტორიას და ფერადოვან კულტურას, ერთად აღმოაჩენთ ისეთ მარგალიტებს, რომლებიც ადგილობრივებისგანაა აღიარებული, მაგრამ ტურისტები ხშირად მათ გვერდს უვლიან.

გოგონებებთან ერთად ივლით ბაზრებში, მოივლით ულამაზეს სოფლებს და მონაწილეობას მიიღებთ ადრენალინით სავსე უამრავ აქტივობაში.

Qartuli Travels - ეს არის სერიალი, რომელიც მაყურებლებს სთავაზობს უნიკალურ და ექსკლუზიურ ხედვას საქართველოს რეგიონებზე, სადაც გეოგრაფია, ქართული სანელებლების სურნელის ფონზე შეზავებულია ტრადიციულ მასპინძლობასთან და საქართველოს წარმოაჩენს თავისი მრავალფეროვანი კულინარიული გამოცდილებით.

მარიამი და ნინო ამბის მოყოლის მიმზიდველი უნარითა და გულწრფელი სიყვარულით, თავის მიმდევრებს იმ მოგზაურობაში იწვევენ, რომელიც მჭიდროდ დააკავშირებს მათ სამშობლოსა და დუბაის.

ადგილობრივი უნიკალური ტრადიციების, კერძებისა და საქართველოს ფერადი ბუნების წარმოჩენის გზით, მათი მიზანია, ტურისტებს კიდევ უფრო მეტად შეაყვარონ საქართველო, სადაც სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგზაურობასთან ერთად, კულინარიული სასწაულების თანაზიარიც ხდები.

მაშ ასე - თუ თქვენ ხართ გამოცდილი მოგზაური, უნიკალური კერძების მოყვარული, ან უბრალოდ, Qartuli-ის გულშემატკივარი, ეს სერილი ტთქვენთვისაა - ის მოგცემთ შთაგონებას და სიამოვნებას, ის ფანჯარაა საქართველოს სულში და Qartuli-ის გულში.