პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს ნავთობკომპანია გალფი 10,000 ლარს გადასცემს საჩუქრად. ამის შესახებ კომპანიის განცხადებიდან ვგებულობთ.

"პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს ნავთობკომპანია გალფი 10,000 ლარს გადასცემს საჩუქრად.

გარდა ამისა ვახტანგთან შედგა შეთანხმება გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში კომპანია გალფი უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.