“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აკრიტიკებს ოპოზიციურ პარტიებს, ვინც დაფინანსებაზე უარი არ თქვა.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მისი კოალიციის გარდა, ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე არ თქვა უარი.“
“ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.
აი, მესმის,“ - წერს გვარამია.
ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
ესენია:
- “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
- “გახარია საქართველოსთვის“;
- “ლელო საქართველოსთვის“;
- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
- “ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
ცესკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.