საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის.
დაიწყეთ მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები.
შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
- UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საერთაშორისოგანათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
- STEM განათლების ხელშეწყობა მთელისაქართველოს მასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაშიშემოდგომის სემესტრზე მიღება 24 აგვისტოს დაიწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესოშედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.
- TUMO ქუთაისი - შესაძლებლობა ტექნოლოგიებითდაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში გახსნილი TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. პროგრამაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდეაშესაძლებელი.
- ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობამომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 24 აგვისტოსდაიწყება და 13 სექტემბრის ჩათვლითგაგრძელდება.
- Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაციაშემოდგომის სემესტრში დაიწყება.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:
- სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში
ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, საქართველოს ბანკი 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბერში დაიწყება.
- გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაციაოქტომბერში დაიწყება.
შესაძლებლობები ახალგაზრდაპროფესიონალებისთვის:
- CHEVENING - დიდ ბრიტანეთში სწავლისშესაძლებლობა
CHEVENING -ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს და სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. 2027 სასწავლო წლისთვისგანაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
- Fulbright - აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. 2026-27 სასწავლო წლისკონკურსზე განაცხადების მიღება 1 ივლისსდასრულდა. ახალი კონკურსი, გაზაფხულზეგამოცხადდება.
- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია - სწავლისშესაძლებლობა ესპანეთში
კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლონ მადრიდში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით. 2027 წლისპროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისსდასრულდა. კონკურსი გაზაფხულზე ცხადდება.
- სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 7 წამყვან აკადემიაში. რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყება.
- AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისა და ქალებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბრიდანგამოცხადდება.
თბილისის წიგნის დღეები
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, სხვა ადამიანების მოსმენა და ახალი სამყაროების გაცნობა წიგნებიდანაც შეიძლება. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში ტრადიციულად გაიმართება თბილისის წიგნის დღეები.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge













