კომუნიკაციების კომისიამ „რადიო ჯორჯიან თაიმსს“, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელა.

სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თხოვნით, რის საფუძველზეც  ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულ რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2036 წლამდე გაუგრძელა. 

სალიცენზიო გადასახადმა „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ 10692 ლარი, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ 2835 ლარი, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ 6885 ლარი შეადგინა. 

ლიცენზიის ვადა „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ 2026 წლის 25 თებერვალს, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ 2026 წლის 4 მარტს ეწურებოდათ.