"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რაიმე სახის ბიზნეს ურთიერთობა აქვს ამ ქვეყანასთან.

ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა.

“ჩვენ მიერ გამოშვებული "კოკა-კოლას" მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური “კოკა-კოლა” არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…

თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმობული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში "კოკა-კოლა" გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათაშორის არც არავის მოიმართავს ჩვენთვის ოფიციალურად", - თქვა ჭყონიამ.