ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, ქვეყანას საგარეო კურსის ცვლილების გამო, თანამდებობა დატოვა. ბერძენიშვილი ამის შესახებ X-ზე წერს და სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიანი აქციის დროს დარბეულ მოქალაქეებს.
"ამ საჯარო განცხადებით ვადასტურებ, რომ ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება უკვე წარვადგინე. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტ ხანს), აქტიურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, საქართველოს ევროატლანტიკური და EU-ში ინტეგრაციის პროცესების განვითარებისთვის, ვაშენებდი მყარ, საიმედო სტრატეგიულ ურთიერთობას ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრა და კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ, ჩემი სრული სოლიდარობა მათ", - წერს ოთარ ბერძენიშვილი.