58 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

თემურ უგულავას სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში "ჰოლიდეი ინნის" შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" ქოლგის ქვეშ სასტუმროების ქართული ბრენდები "რუმსი" და „სტამბა“ შეიქმნა.