აკადემიკოს ლადო პაპავას განცხადებით, ამერიკელები ყიდულობენ ვითომ ლატვიური ბრენდის სახით ნავთობს ლატვიიდან და გაყიდულ პროდუქტში 49%-ი რუსული ნავთობია.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას.

„ჩემი შენ გითხარიო, სამწუხაროდ, დაახლოებით ასეა, რადგან ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როგორ გრძელდება რუსული ნავთობის შესყიდვები, როგორ ყიდულობენ ამერიკელები ვითომ ლატვიური ბრენდის სახით ლატვიიდან ნავთობს, სადაც ამ გაყიდულ ნავთობში 49%-ი რუსულია“, - განაცხადა ლადო პაპავამ.