25 ნოემბერს სტარტაპ გრაინდ თბილისი ბას გოდსკასთან გამართავს შეხვედრას - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადრეული ეტაპის ინვესტორსა და ზრდის ექსპერტთან.

ბასი ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო ისეთ კომპანიებში, როგოროციაა მირო, harver.com, Chocofamily და სხვა. მის მიერ განხორციელებულ 50+ პირად ინვესტიციას მოჰყვა $1 მილიარდზე მეტი კაპიტალის მოზიდვა ისეთი ფონდებისგან, როგორებიცაა Iconiq, Accel, Insight, Salesforce, Google, Y Combinator და Techstars. ხოლო კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულება $20 მილიარდს აღწევს.

ღონისძიებაზე ბასი საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრებს: მსხვილი კორპორაციების მარკეტინგიდან ევროპის ტოპ ინვესტორობამდე.

შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ პრაქტიკულ, გულწრფელ ისტორიებს: როგორ აფასებს ბასი სტარტაპებს, რა კრიტერიუმებს ეძებს გუნდებსა და დამფუძნებლებში, რა მუშაობს ადრეულ სტადიაზე, როგორ უნდა დაამყარონ კავშირები დამფუძნებლებმა ინვესტორებთან და რა შეცდომები უნდა აირიდონ თავიდან.

ღონისძიებაზე ასევე განიხილება, თუ რა უპირატესობებით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპული ტექნოლოგიური ეკოსისტემა და რა ბარიერებია გადასალახი გლობალური კაპიტალის მოსაზიდად.

სტარტაპ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის და ტექნოლოგიის ენთუზიასტებისთვის ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ იქმნება წარმატებული კომპანიები განვითარებად ბაზრებზე.

შეხვედრის შემდეგ შედგება ნეთვორქინგი, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, ინოვატორები და დამსწრე საზოგადოება განტვირთვას, საუბარსა და ხედვების გაზიარებას შეძლებენ.

ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი; მხარდამჭერები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელიანი ველი, ნექსია.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად წინასწარ რეგისტრაცია სავალდებულოა.

*დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: https://www.startupgrind.com/e/mp5knp/

შეგახსენებთ, სტარტაპ გრაინდ თბილისი 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის შენებაში, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას გლობალური სტარტაპ გრაინდის ოჯახში. ის ახლახანს შერჩეულ იქნა "Flagship Chapters" 20 მონაწილეს შორის, რომელიც განსაზღვრავს სტარტაპ გრაინდ 2.0.-ს