გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღ...
პროგრამების ფარგლებში
მოსწავლეებს შეუძლიათ,
შეიძინონ ახალი უნარები,
გაეცნონ მათთვის
საინტერესო პროფესიებს და
მიიღონ ცოდნა საქართველოს
ბანკის სრული
დაფინანსებით.საქართველოს
ბანკის მიერ შექმნილი
განათლების
შესაძლებლობები
მოსწავლეებისთვის:სტიპენდია
პროფესიულ
აკადემიებშისაქართველოს
ბანკი სკოლის მოსწავლეებს
აძლევს შესაძლებლობას,
დაეუფლონ მათთვის
საინტერესო პროფესიებსა
და ახალ უნარებს 20-მდე
პროფესიულ აკადემიაში
საქართველოს ბანკის
სტიპენდიით.ინიციატივის
ფარგლებში, მოსწავლეებს
შეუძლიათ აირჩიონ
სასურველი კურსი
ვებპროგრამირების,
გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT
პროექტების მართვის,
პროგრამირების
საფუძვლების, ხელოვნურ
ინტელექტისა და სხვა
მიმართულებებით. დეტალური
ინფორმაციის მისაღებად და
განაცხადის შესავსებად
ეწვიეთ ვებგვერდს.TUMO
ქუთაისი - ტექნოლოგიებით
დაინტერესებულიახალგაზრდებისთვისსაქართველოს
ბანკის მხარდაჭერით,
ქუთაისში TUMO-ს ცენტრი
გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის
ახალგაზრდებს
შესაძლებლობას აძლევს,
მიიღონ ცოდნა
ტექნოლოგიებისა და
კრეატიული ინდუსტრიის
მიმართულებით, 11 კურსიდან
ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს
შესაძლებლობა ექნებათ,
დაეუფლონ პროგრამირებას,
რობოტიკას, გრაფიკულ
დიზაინს, 3D მოდელირებას და
სხვა.TUMO ქუთაისში უკვე
600-მაახალგაზრდამ დაიწყო
სწავლა.STEM განათლების
ხელშეწყობა მთელი
საქართველოს
მასშტაბითსაქართველოს
ბანკისა და კომაროვის STEM
სკოლა VII-XI კლასის
მოსწავლეებს
შესაძლებლობას აძლევს,
მიიღონ როგორც თეორიული,
ასევე, პრაქტიკული ცოდნა
მეცნიერების, მათემატიკის,
ინჟინერიისა და
ტექნოლოგიების
მიმართულებით. სკოლაში
გაკვეთილები ონლაინ
ტარდება, რაც მოსწავლეებს
შესაძლებლობას აძლევს,
სასწავლო პროცესში
საქართველოს ნებისმიერი
კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან,
საქართველოს ბანკი
ყოველწლიურად საუკეთესო
შედეგის მქონე 60 მოსწავლეს
სწავლის საფასურს 100%-ით,
ხოლო 30-ს - 50%-ით
უფინანსებს.ფოთის
საჭადრაკო კლუბი -
შესაძლებლობა მომავალი
ჩემპიონებისთვისსაქართველოს
ბანკი ფოთის ნანა
ალექსანდრიას სახელობის
ლეგენდარული საჭადრაკო
კლუბის მთავარი
პარტნიორია.
თანამშრომლობის
ფარგლებში, საქართველოს
ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს,
ერთი წლის განმავლობაში,
სწავლას სრულად
დაუფინანსებს.UWC-ის
სტიპენდია
მოსწავლეებისთვის -
ისწავლეთ მსოფლიოს 18
სკოლაშისაქართველოს ბანკი
გაერთიანებული მსოფლიო
სკოლებთან (UWC)
თანამშრომლობის ფარგლებში
15-17 წლის მოსწავლეებისთვის
სასტიპენდიო პროგრამას
ახორციელებს და მათ
შესაძლებლობას აძლევს,
მსოფლიოს მასშტაბით 17
ქვეყანაში, 18 პარტნიორ
სკოლაში გააგრძელონ
სწავლა.Code IT - პირველი
ნაბიჯები
პროგრამირებაშიპროგრამირებით
დაინტერესებული 14-18 წლის
მოზარდებისთვის Code IT-ის
პროგრამა ხორციელდება,
რომელიც ახალგაზრდებს
საქართველოს სხვადასხვა
რეგიონის ტექნოპარკში
პროგრამირების
საფუძვლების შესწავლის
შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის მონაწილეები
HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს
შეისწავლიან და
ტექნოლოგიურ სფეროში
პირველ ნაბიჯებს
გადადგამენ.საქართველოს
ბანკის მიერ შექმნილი
განათლებისკიდევ უფრო
მეტი შესაძლებლობის
აღმოსაჩენადეწვიეთ
ვებგვერდს.
1792490576