გამოკითხვა – ეთანხმებით თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისების დაკანონებას?
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განიხილეს ეკონომიკა, სანქციები და „ტრამპის მარშრუტი“."მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა საბაჟო დეპარტამენტის ეფექტურ მუშაობას და მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოს საბაჟო კონტროლის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა.მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში გამავალი სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, აშშ პრეზიდენტის ინიცირებულ TRIPP პროექტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე და საქართველოს როლზე ამ პროცესში", - წერს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.საელჩოს ცნობით კი, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილბოდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდადღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1764165517
ანგარიშის თანახმად, ბაზრის 59% არაკორპორატიზებულ (ე.წ. ტრადიციულ) სავაჭრო ობიექტებზე მოდის, 38% კი ქსელურ მარკეტებზე მოდის, რასაც TBC Capital-ი ბაზრის თანამედროვე სეგმენტს უწოდებს. თუმცა, თბილისში ქსელური მარკეტების წილი არის 54%, ხოლო რეგიონებში 28%. ამასთან, თიბისი კაპიტალის თანახმად, თუკი თბილისში ბაზრის ქსელური მოთამაშეების წილი უცვლელი დარჩა, რეგიონებში ის წლიურად 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.თუმცა, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი (16%), კახეთი (18%) და გურია (20%), ბაზარზე ქსელური მარკეტების წილი კვლავ 25%-ზე ნაკლებია.კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს "დეილი ჯგუფი" იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს". აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის თანამედროვე, ანუ ორგანიზებული სეგმენტის 33%-ს შეადგენს.მეორე პოზიციას 20.5%-ით "ორი ნაბიჯი" იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე კი "ნიკორაა" 18.7%-ით.
1764162079
Cultural Insights- Kupata’s Legacy; Influencer & Creator Marketing- Kupata’s Legacy; Publication Design- SUPERMARKET "Iveria - Independence issue" Websites- Windfor's "Blood | Bank of Georgia" აღსანიშნავია, რომ Epica Awards-ი მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა. ის პირველად 1987 წელს ჩატარდა და დღესდღეობით, 60 ქვეყნის წამყვანი გამოცემების 200 რედაქტორს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააგენტოებს, დიზაინ სტუდიებს, ფროდაქშენ კომპანიებს, ციფრულ მარკეტერებს და საკომუნიკაციო სფეროს, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს. წლევანდელი Epica Awards-ის სრული შორთლისთის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.ინფორმაციისთვის, Epica Awards-ის ოქროსა და გრან პრის გამარჯვებულები 2025 წლის 16 დეკემბერს, ონლაინ ღონისძიების დროს გამოვლინდებიან. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს, მათი ვინაობა Epica Awards-ის ვებგვერდზე, 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
1764160680
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.შეგახსენებთ, დღეს „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ ხმაური იყო - მშობლები მოითხოვდნენ სკოლაში არსებულ კაფეტერიაში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციასა და ანტისანიტარიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და პასუხისგებას.როგორც ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს, სკოლაში არსებულ კაფეტერიაში ირანული და ჩინური ბაზრიდან შემოსული პროდუქტი შეჰქონდათ, რომელსაც ვადა 2023 წლამდე ჰქონდა. ამასთან, საუბრობენ ანტისანიტარიაზე და აღნიშნავენ, რომ ბავშვები პერიოდულად ცუდად ხდებოდნენ.“საუბარია ვადაგასულ პროდუქციაზე. ირანული და ჩინური ბაზრიდან შემოსული პროდუქცია იყო კაფეტერიაში, რომელსაც 2023 წელს გაუვიდა ვადა. ანტისანიტარია იყო კაფეტერიაში. დილიდან მოსული იყო სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე ვითხოვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, ვადაგასულ პროდუქტში რა სახის ბაქტერიები იყო.... ბავშვები ჭამდნენ ამ პროდუქტს და პერიოდულად ყველას ხან მუცელი სტკიოდა, ხან - რა, ცუდად ხდებოდნენ. გვაინტერესებს რა შედეგებს იწვევს ის პროდუქტი, რასაც ბავშვები მოიხმარდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტო შემოვიდა, აღწერეს ყველაფერი და დალუქეს, სანამ სკოლა შესაბამისობაში არ მოიყვანს პირობებს, გახსნა იკრძალება. მშობლები ვითხოვთ დადგეს ხელმძღვანელის, მფლობელების პასუხისმგებლობა. დირექციის პასუხი იყო ის, რომ იჯარით ჰქონდათ მიცემული კაფეტერია მომსახურე კომპანიაზე, ჩვენი არ იყოო. არ ვიცოდით რა ხდებოდაო, რას ნიშნავს არ იცოდნენ?! ვალდებულები არიან წესები დაიცვან, ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ. დღეს ამბობენ რომ ყველაფერს მიხედავენ“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“.
1764154506
„[ნავთობი] საკითხის შუაგულშია“, - უთხრა გუსტავო პეტრომ CNN-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგები აქვს.„ასე რომ, ეს არის მოლაპარაკება ნავთობის შესახებ. მე მჯერა, რომ ეს არის ტრამპის ლოგიკა. ის არ ფიქრობს ვენესუელის დემოკრატიზაციაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, - განაგრძო მან და დასძინა, რომ ვენესუელა არ ითვლება ნარკოტიკების მთავარ მწარმოებლად და რომ გლობალური ნარკოტიკებით ვაჭრობის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი გადის ამ ქვეყანაზე.
1764151831
მისივე თქმით, „არათუ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებაზე უნდა ითქვას უარი, არამედ მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები“.„შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%. ეს იმას ნიშნავს, რომ 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან.არათუ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ 350 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.
1764151597
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის...
1763633280
"2026 წელს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით, 70 წლამ...
1762940079
დენი ძვირდება - ცნობილია დაახლოებით რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის...
1763025207
AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს...
1763031176
EBRD-ის რეგიონული დირექტორი ალკის დრაკინოსი: წელს საქართველოს კერძო სე...
1763630356













