ჰორადიზ-ჯაბრაილ-ზანგილან-აღბენდის გზის (ზანგეზურის დერეფანი) მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძეა 123,6 კმ-ია, 73%-ით დასრულებულია.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტო იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, 265 რგოლის მილსადენიდან 202 უკვე გაყვანილია (32 მშენებარე), 41 მართკუთხა მილიდან 26 (კიდევ 4 მშენებარე), გზის გასწვრივ 27 ხიდიდან 12 აშენდა. 

გზის 70,2 კილომეტრიან მონაკვეთზე საძირკველი ჩაიყარა. ამჟამად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ბაზის მშენებლობა და მიმდინარეობს ასფალტის სამუშაოები.

გზის 35 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენების დაგებაზე სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. 

სახელმწიფო უწყება სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავს.

ეკა უკლება

 

მსგავსი: ზანგეზურის დერეფანი: როლი, მნიშვნელობა და ირანული ფაქტორი