მოსკოვის პროკურატურა თავის Telegram არხზე იტყობინება, რომ 57 წლის უკრაინის მოქალაქე ევგენი ჩერნიაკს სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„უკრაინის მოქალაქე ევგენი ჩერნიაკს დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი ოთხი წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, 500 000 რუბლის ოდენობის ჯარიმასთან ერთად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამომძიებლებისა და სასამართლოს ცნობით, საერთაშორისო ჰოლდინგისა და მისი შემადგენელი კომპანიების, მათ შორის რუსული კომპანიების ბენეფიციარმა, ამ კომპანიების შემოსავალი უკრაინაში "ტერორისტული საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენა".

ადრე, რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, სახელმწიფოს გადაეცა „გლობალ სპირიტსის“ შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე კომპანიის აქციების 100%: „სტანდარტი ხარისხის“, „რუსკი ნორთი“, „როდნიკი ი კ“, „ყირიმის ღვინის სახლი“, „ტრადიციი უსპეხა“, „ნოვი უროვნი“ და „ფეოდოსიას კონიაკისა და ღვინის ქარხნის“ აქციები.