"მე მინდა 20 თეთრს დავადებ, მინდა 30 თეთრს, არ გინდა?! წადი, თავი გამა...
„მაღაზიებთან ისეთი ცუდი
ურთიერთობაა... წინათ იყო
ასე, შენი ღირებულების 5%
რჩებოდა მაღაზიას, ახლა ასე
აღარ არის. ასეთი
დამოკიდებულება აქვთ - მე
მინდა 20 თეთრს დავადებ,
მინდა 30 თეთრს, არ გინდა?!
წადი, თავი გამანებე! იქ
კიდევ არის ქეშბექების
თემა, აქტივობის თემა,
დახლზე წინა პლანზე რომელ
პურს დადებ და მთელი
[საკითხები]“, - განაცხადა
მალხაზ დოლიძემ.კითხვაზე,
რამდენ თეთრს იტოვებს
მაღაზია, მალხაზ დოლიძემ
უპასუხა რომ ერთ პურზე
დაახლოებით 25-30 თეთრამდე
რჩება
მაღაზიას.„დაახლოებით,
ლაპარაკია 25-30 თეთრზეც,
წარმოიდგინეთ, არის
მაღაზიათა ქსელები,
რომელიც ამ თანხას
იტოვებენ თვითონ და ეს
ძალიან დიდი თანხაა. მე სულ
ამაზე ვყვიროდი, რომ ეს
საკითხი ჩვენთან
დასახვეწია. წარმოებებს
რომ ჰქონდეთ თავისი
საფირმო მაღაზიები, მაშინ
ასეთი რამე არ მოხდებოდა.
გაცილებით იაფი ეღირებოდა.
მაგალითად, დიღომში ან
გლდანში, წარმოებებთან
არის მაღაზიები, გაგზავნეთ
ვინმე და ნახავთ, ერთი
ადამიანი თუ გამოვა ამ
მაღაზიიდან უკმაყოფილო, ან
ფასით ან ხარისხით. სულ
სხვაა იმიტომ, რომ სულ სხვა
ფასებია. მაღაზიებში
ძალიან კაბალური წესებია.
შეშინებულიც არიან
მეწარმეები, რადგან
მაღაზიამ დღეს არ გითხრას,
არ მინდა შენი პური, თავი
გამანებე, არ მინდა შენთან
ურთიერთობა. მაგალითად,
ახლა მეწარმე ვერ გამოვა და
ვერ იტყვის მაღაზიაზე აუგს,
იმიტომ, რომ მეორე დღეს იქ
დაუკეტავენ გზას და
მორჩა.მაღაზიებთან
ურთიერთობა,
პურ-პროდუქტების ნაწილში
არის დასარეგულირებელი. აი,
მოვიყვან მაგალითს,
ღარიბაშვილის პერიოდში
როდესაც კვების
პროდუქტებზე ფასები
მოემატა, იყო მოწოდება, რომ
ქამრები შემოიჭირეთ. მაშინ
ჩვენ პურზე 10 თეთრი
დავაკელით, მაგრამ ეს
მოსახლეობამ ვერც გაიგო, ეს
10 თეთრი მაღაზიებმა
წაიღეს“, - განაცხადა
მალხაზ
დოლიძემ.შეგახსენებთ, რომ
კონკრეტულ მაღაზიათა
ქსელში პურის ერთ-ერთი
ასორტიმენტის ფასი 10
თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530
გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის
ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო
410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10
ლარამდე გაძვირდა. როგორც
მალხაზ დოლიძე აცხადებს, ეს
იყო ერთ-ერთი საცხობის
ყველაზე დაბალფასიანი
კონკრეტული ასორტიმენტი,
რომელიც მხოლოდ ერთ ქსელურ
მაღაზიაში შედის. თუმცა,
მას შემდეგ რაც ეს ცვლილება
აისახა, არაქსელურმა
მარკეტებმა სხვა პურსაც
თვითნებურად მოუმატეს
ფასი.
1760687172