თურქეთი და ერაყი ააშენებენ სახმელეთო და სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფანს ერაყის პროვინცია - ბასრადან თურქეთის საზღვრამდე, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„ჩვენ ეს საქმე მივანდეთ ჩვენს მეგობარ მინისტრებს, რომლებიც განახორციელებენ მუშაობას ბასრადან თურქეთამდე გადაჭიმული განვითარების გზის პროექტის განხორციელებაზე. მჯერა, რომ განვითარების გზის პროექტს ჩვენი რეგიონისთვის ახალ აბრეშუმის გზად ვაქციოთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ალ-სადანიმ აღნიშნა, რომ ერაყისა და თურქეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გახდება ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და გახსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო მიწოდებისთვის.

„განხილული იქნა განვითარების გზის პროექტის განხორციელება - სატრანსპორტო მარშრუტი არა მხოლოდ ერაყისა და თურქეთისთვის, არამედ რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ის გახდება ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, გლობალური დერეფანი საქონლის მიწოდებისთვის.

ეს პროექტი ერაყსა და თურქეთს შორის მიმდინარე დისკუსიების ცენტრში იყო და დღეს ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ძმებს, შეიკრიბონ ბაღდადში, რათა განიხილონ ამ სასიცოცხლო პროექტის ეტაპები“, - თქვა მან.

ალ-სუდანის თქმით, ერაყულ-თურქული გეგმის მიხედვით, ამ პროექტის ფარგლებში, „ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ინდუსტრიული ზონა ერაყში შეიქმნება, რომელიც დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გახსნის“.

თებერვალში ერაყის მთავრობამ დაამტკიცა 1200 კილომეტრიანი სარკინიგზო პროექტი, რომელიც დააკავშირებს ერაყის პორტ ელ ფაოს, რომელიც მდებარეობს ბასრას პროვინციაში, მდინარე შატ ალ-არაბის შესართავთან, თურქეთის პორტ მერსინთან, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო.

გიორგი არაბული