მსოფლიო ბანკმა სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის ღირებულება მინიმუმ 411 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

„ახალი თანხა მსოფლიო ბანკის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგია“, - განმარტავს Bloomberg.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის მშპ 2022 წელს. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა თავისი წინა შეფასება 2022 წლის ოქტომბერში, ეს იყო $349 მილიარდი.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიგალმა 21 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას 4 წლის ვადით 15,6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ახალ სასესხო პროგრამაზე.

შმიგალის თქმით, ამ სესხით უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აპირებს „დააფინანსოს ყველა კრიტიკული ხარჯი, შეინარჩუნოს მაკროფინანსური სტაბილურობა და გააძლიეროს ურთიერთქმედება სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან“.

ეკა უკლება