გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 5–9 მაისის კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ერთმა აჩვენა ფასის კლება, ორი კომპანიის აქციები კი მკვეთრად გაძვირდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 65.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.75% წინა კვირასთან შედარებით და +33.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 60.30 - 65.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.70% წინა კვირასთან შედარებით და +18.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 647 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.05 - 49.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.05% წინა კვირასთან შედარებით და +55.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 671 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.46 - 19.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.