აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი.

თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.