დასახელდა ქვეყნები, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი ინსტაგრამის მომხმარებელია.

კვლევა „გლობალ ინდექსმა“ მოამზადა.

კვლევის მიხედვით, ინსტაგრამის ყველაზე მეტი მომხმარებელი ქვეყანა ინდოეთია. ინდოეთში 363 მილიონი ადამიანი იყენებს Instagram-ს.

წარმოგიდგენთ ტოპ 10 ქვეყანას ინსტაგრამის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით 2024 წელს:

ინდოეთი: 363 მილიონი მომხმარებელი;

აშშ: 169 მილიონი მომხმარებელი;

ბრაზილია: 134 მილიონი მომხმარებელი;

ინდონეზია: 101 მილიონი მომხმარებელი;

თურქეთი: 57 მილიონი მომხმარებელი;

იაპონია: 55 მილიონი მომხმარებელი;

მექსიკა: 44 მილიონი მომხმარებელი;

დიდი ბრიტანეთი: 33 მილიონი მომხმარებელი;

გერმანია: 30 მილიონი მომხმარებელი;

არგენტინა: 27 მილიონი მომხმარებელი.