პორტუგალია „წლის ეკონომიკად“ დასახელდა. რეიტინგი ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა შეადგინა.

რეიტინგი ითვალისწინებს ინფლაციის დინამიკას, უმუშევრობის დონეს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას და საფონდო ბირჟის მაჩვენებლებს 36 განვითარებულ ქვეყანაში. რეიტინგის ავტორების თქმით, პორტუგალიამ პირველი ადგილი მშპ-ის მაღალი ზრდისა და ადგილობრივი კომპანიების კაპიტალიზაციის, ასევე დაბალი ინფლაციის წყალობით მოიპოვა.

წლის ბოლოს სხვა საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს შორის იყვნენ საბერძნეთი, ესპანეთი, ირლანდია და ისრაელი.

წლის საუკეთესო შედეგები ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისპირეთის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა მოიპოვეს. საუკეთესო სამეულში შედიან ესტონეთი, ფინეთი და სლოვაკეთი.