Rezto-მ მომხმარებელს განახლებული მობილური აპლიკაცია წარუდგინა, რომელიც სარესტორნო ჯავშნების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. კომპანიამ განახლებულ პლატფორმასთან ერთად, Mastercard-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად შექმნა პრიორიტეტული მომსახურება რესტორნებში, რაც გულისხმობს სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის პრივილეგიებს ადგილზე სერვისის მიღებისას. ამასთან, SOLO Mastercard-ის მომხმარებლები მიიღებენ დამატებით 10%-იან ფასდაკლებას, Rezto-ს პლატფორმიდან შეკვეთის შემთხვევაში.

პლატფორმაზე, რომელიც სარესტორნო ჯავშნების განხორციელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, ამოქმედდა განახლებული ინტერფეისი, დაემატა რესტორანში მისვლამდე მენიუს შეკვეთის შესაძლებლობა, რომ სტუმარს აღარ მოუწიოს ადგილზე შეკვეთა და ლოდინი

Rezto-ს დამფუძნებელი დავით წიკლაური: “განახლებული აპი მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. SOLO Mastercard-ის მფლობელებისთვის კი განსაკუთრებულ გამოცდილებას უქმნის რესტორნებში, სადაც პრივილეგიით სარგებლობას შეძლებენ, როგორც მაგიდის დაჯავშნისას ისე კერძის გამზადებისას”

Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში და სომხეთში, დავით ზღუდაძე: “Mastercard-ისთვის პრიორიტეტულია ინოვაციური პროდუქტების მხარდაჭერა. Rezto-სთან თანამშრომლობა მომხმარებლებს სთავაზობს რეალურ ღირებულებას - ექსკლუზიური ციფრული სერვისისა და 10%-იანი ფასდაკლების სახით.”

ბმულები:

rezto.ge/mobile-app

www.rezto.ge