წითელი ზღვის პორტებისკენ მიმავალ გემებზე ტვირთის გადაზიდვის ღირებულება თითო კონტეინერზე ცხრაჯერ გაიზარდა.

 ამის შესახებ სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოსამა რაბიამ განაცხადა.

„წითელი ზღვის პორტებისკენ მიმავალი გემების ტვირთის ფასები გაიზარდა 6 800 დოლარამდე კონტეინერზე, ხოლო კრიზისამდე 750 დოლარი იყო“, - თქვა რაბიამ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება ბუნკერის საწვავის და გემების დაზღვევის გაძვირებაზე.