აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) გეგმავს ინვესტორის სახით მონაწილეობას პაკისტანში ნავთობსადენის მშენებლობის პროექტში.

ამის შესახებ პაკისტანის ფინანსთა და შემოსავლების მინისტრმა, მოჰამედ აურანგზებმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

„მიმდინარეობს დისკუსიები და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც განხორციელების საბოლოო ეტაპს მიაღწევს“.