უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლეთის სანქციების ქვეშ მოქცეულმა რუსმა ბიზნესმენებმა ევროპიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი გაიტანეს, იტყობინება Bloomberg.

ეს თანხები გადაეცა რუსეთს და ქვეყნებს, რომლებსაც "მეგობრული ურთიერთობა" აქვთ, მათ შორის ყაზახეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

Bloomberg-ის თანახმად, აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც United Medical Group-ისა და MD Medical Group Investments-ის აქციონერებმა აგვისტოში გადაწყვიტეს თავიანთი კომპანიების იურიდიული მისამართები კვიპროსიდან რუსეთში გადაეტანათ.

Bloomberg ასევე ირწმუნება, რომ წამყვან რუს ბიზნესმენებზე ზეწოლა მოდის არა მხოლოდ დასავლეთის სანქციებიდან, არამედ კრემლისგანაც, რაც მათ უბიძგებს დააბრუნონ აქტივები რუსეთში, კერძოდ, ორმაგი დაბეგვრის შეთანხმების გაუქმებით.