2023 წელს რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ შესაძლოა რეკორდულად 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.

”დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ შევასრულებთ სახელმწიფოს მეთაურების, ვლადიმირ ვლადიმერვიჩ პუტინისა და სი ძინპინის მიერ დასახულ ამოცანას, რომ ორმხრივი ვაჭრობა 200 მილიარდ დოლარამდე მივიყვანოთ,” - თქვა მან შანხაიში რუსულ-ჩინურ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა გაიხსენა, რომ პირველ კვარტალში დაფიქსირდა ვაჭრობის ზრდა თითქმის მეოთხედით - დაახლოებით 52 მილიარდ დოლარამდე.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფასებს ჩინეთთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და განავითარებს მათ.

"ჩინეთი ათ წელზე მეტია რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ წლის პირველ სამ თვეში ჩვენი პოზიციები ანალოგიურ ჩინურ სიაშიც შეიცვალა - ისინი მეათედან მეშვიდე ადგილამდე ავიდნენ“, - დასძინა მიშუსტინმა.

მისი თქმით, ამ ზრდას თან ახლავს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გარდაქმნები და, უპირველეს ყოვლისა, დოლარზე და სხვა დასავლურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირება.

„თუ 2021 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ანგარიშსწორების მხოლოდ მეოთხედი ხდებოდა ეროვნულ ვალუტაში, გასულ წელს ეს უკვე თითქმის ორი მესამედი იყო.

ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის დამოუკიდებლობის გაზრდას და ამით ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.

გიორგი არაბული