პოლონეთი უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.

ნავროცკის თქმით, ის პატივს სცემს უკრაინელების გმირობას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და მთელ ევროპას რუსული შეჭრისგან იცავენ, თუმცა არ აპირებს ისტორიის დავიწყებას და რომელიმე სახელმწიფოს მძევლობაში ყოფნას.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რომელიმე სახელმწიფოს მძევლები. ჩვენ უკრაინის ინტერესებს ჩვენს ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების გმირობას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ პოლონეთის მსხვერპლი, ან უკრაინელების ინტერესები პოლონელების ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, - თქვა ნავროცკიმ.