14 ნოემბერს, 14:00 საათზე „ექსპო ჯორჯიაში“, წიგნის დღეები გაიხსნება ღონისძიებით, - „ირაკლი გაგნიძე - წიგნის ადამიანი“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ქართული გამომცემლობების დამფუძნებლები და მენეჯერები ისაუბრებენ „ბიბლუსის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის უდიდეს წვლილზე, რომელიც მან საქართველოში წიგნიერებისა და წიგნის ბიზნესის განვითარებაში შეიტანა.

„წიგნის ადამიანი“ ვიკრიბებით, რათა თბილად გავიხსენოთ ირაკლი გაგნიძე - ადამიანი, რომლის ენერგიამ და იდეებმა წიგნის სამყაროს ახალი სიცოცხლე მისცა", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების მოდერატორია გიორგი კეკელიძე. გამომსვლელები კი - ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად კვარაცხელია, თინა მამულაშვილი. ღონისძიებას გახსნის გამოფენების ცენტრის დირექტორი რესან ქიქავა.

ირაკლი გაგნიძე 42 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.