ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ფასმა 100 000 დოლარს გადააჭარბა.

კრიპტოვალუტამ გაძვირება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. მაშინ ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარი იყო. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია რესპუბლიკელების განცხადებებთან კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ.

კერძოდ, ტრამპმა, პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ გახდის და ბიტკოინების მარაგს დააგროვებს.

„თუკი კრიპტოვალუტა მომავლის განსაზღვრას აპირებს, მსურს მისი მოპოვება, მოპოვება და წარმოება შეერთებულ შტატებში“, - თქვა ტრამპმა.