ინდოეთი და ინდონეზია რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას აპირებენ. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ინდოეთმა დააწესა ლიმიტი რუსებისთვის ელექტრონულ ტურისტულ ვიზაზე ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ. ეს იქნება არაუმეტეს 90 დღისა ზედიზედ და არა უმეტეს 180 დღისა წელიწადში.

ცვლილებები ეხება უკვე გაცემულ ელექტრონულ ვიზებსაც. ადრე, ელექტრონული ტურისტული ვიზით ინდოეთში, შესაძლებელი იყო წელიწადში 180 დღეზე მეტი დარჩენა, მაგრამ არაუმეტეს 90 ზედიზედ დღე.

ადრე ინდონეზია ბალის პროვინციის გუბერნატორის მოთხოვნით რუსებზე ჩასვლისას ვიზების გაცემის გაუქმებაზე ფიქრობდა. ინდონეზიის ელჩმა რუსეთში, ხოსე ანტონიო მორატო ტავარესმა განაცხადა, რომ ჯაკარტას ხელისუფლება ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

ინდონეზიის ელჩმა მოსკოვში ხოსე ტავარესმა განმარტა, რომ ბალის გუბერნატორის წინადადება ეფუძნება კუნძულზე როგორც საიმიგრაციო კანონმდებლობისა და მოძრაობის წესების სხვადასხვა დარღვევებს. მან ამ საკითხის განხილვას „გადაჭარბებული“ უწოდა, მაგრამ თუ ცენტრალური ხელისუფლება ამ წინადადებას დაამტკიცებს, რუს ტურისტებს კვლავ შეეძლებათ ვიზაზე განაცხადი მოსკოვში ინდონეზიის საელჩოში.

„რუს ტურისტებს კვლავ ელოდებიან ინდონეზიაში, მათ შორის ბალიში“, - დაასკვნა ელჩმა.

გიორგი არაბული