IKEA ჩინეთში შვიდ ბრენდირებულ მაღაზიას დახურავს და უფრო მცირე ფორმატზე გადავა.

Bloomberg-ზე დაყრდნობით, შანხაიში, გუანჯოუში, ტიანძინსა და სხვა ქალაქებში მაღაზიები 2 თებერვალს დაიხურება. კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში პეკინსა და შენჟენში დაახლოებით ათი პატარა მაღაზიის გახსნას გეგმავს.

ეს გადაწყვეტილება ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე გაჭიანურებული კრიზისითა და ადგილობრივი ონლაინ ბრენდების მხრიდან გაზრდილი კონკურენციით არის განპირობებული. IKEA ქვეყანაში თავის 34 მაღაზიას შეინარჩუნებს და ონლაინ გაყიდვებს გააძლიერებს.