შვეიცარიაში დაფუძნებულმა ნესტლემ გააფართოვა უკან გამოსახმობი საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვთა საკვების პარტიების სია გულისრევისა და ღებინების გამომწვევი ტოქსინის შესაძლო არსებობის გამო.
Daily Mail-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სურსათის სტანდარტების სააგენტომ (FSA).
კომპანიამ გააფრთხილა, რომ უკან გამოძახების მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია Bacillus cereus-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, ცერეულიდი.
გაფართოებული სია მოიცავს SMA-ს უფრო ფართო პროდუქციის ხაზებს: Advanced First Infant Milk, SMA Advanced Follow-On Milk, SMA Anti-Reflux, SMA Comfort, SMA Lactose Free და SMA ALFAMINO.
ნესტლემ ადრე გამოაცხადა ბავშვთა საკვების რამდენიმე პარტიის უკან გამოძახების შესახებ, მათ შორის SMA, BEBA და NAN, რამდენიმე ქვეყანაში.













