Forbes-ის მსოფლიო რეიტინგში რუსი მილიარდერების რაოდენობა წლის განმავლობაში 110-დან 125 ადამიანამდე გაიზარდა.

ეს ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების სიის მთელ ისტორიაში. რეიტინგში რუსების რაოდენობის წინა რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა - 123 ადამიანი.

უმდიდრესი რუსების ჯამური სიმდიდრე წელიწადში 14%-ით გაიზარდა და 576,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ეს მაჩვენებელი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაბალია, როდესაც 123 რუსი მილიარდერის საერთო კაპიტალმა მიაღწია 606,2 მილიარდ დოლარს.

რუს ბიზნესმენებს შორის სიის ლიდერი იყო ლუკოილის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი, რომლის ქონებაც 28,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რეიტინგში შემდეგია Severstal-ის მთავარი აქციონერი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალექსეი მორდაშოვია ($25,5 მილიარდი). ხუთეულს ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი ხურავს (23,7 მილიარდი დოლარი).

ბიზნესმენის, Eurochem-ის დამფუძნებლის, 2023 წლის ლიდერის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება 21,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ის მეშვიდე ადგილზე დაეცა.